დიდი ხანია მივეჩვიე საჯმელზე ან სალათაზე უმი ზეთი... | დიეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დიეტოლოგია

კატეგორია - დიეტოლოგია

17-11-2015

- დიდი ხანია მივეჩვიე საჯმელზე ან სალათაზე უმი ზეთის დამატებას. ყოველ დღე არა, მაგრამ არც თუ იშვიათად, განსაკუთრებით მარხვის დღეებში, როცა ყველს ვერ ვჭამ. ვგულისხმობ ჩვეულებრივ მზესუმზირის ზეთს. სახეზე გამიჩნდა მილიუმი, თვალის უპეებში, ლოყების თავზე წვრილი. როგორც ვიცი მილიუმი ქოლესტერინის ბრალია. ზეთის ბრალია, შევწყვიტო უმი ზეთის მიღება? გმადლობთ.

პასუხი
- კანის გასასუფთავებლად უნდა მიმართოთ დერმატო-კოსმეტოლოგს. თეთრი ფერისმჭამელების მოშორება შეიძლება მოწვით (დენის მცირე დონით) – ელექტრონული ნემსის დახმარებით, მაგრამ ასეთი მანიპულაციის შემდეგ, თუ ის არაპროფესიონალმა ჩაგიტარათ, აუცილებლად დაგრჩებათ კანზე ნაკვალევი. მრავლობითი (ჯგუფური) მილიუმის მოსაშორებლად, განსაკუთრებით, თუ ისინი წვრილი და ზედაპირულია, შეიძლება ამქერცლავი კრემების გამოყენება, მაგრამ ესეც ექიმმა-დერმატოლოგმა უნდა გააკეთოს.მილიუმი ჩნდება კანის ფორების დაცობის (ამოქოლვის) დროს და აფერხებს შეფერხებული ცხიმების დაგროვებას და ეპითელური უჯრედების გაზრდა-გავრცელებას. ეს უჯრედები ფენებად ედება ერთმანეთს და ქმნის მკვრივ მასას, რომლის შედეგადაც ჩნდება თეთრი ფერისმჭამელა. - ცილებითა და ცხიმებით გაჯერებული და შემწვარი საკვები მხოლოდ ხელს შეუწყობს თეთრი ფერისმჭამელების გაჩენას. აუცილებელია გაიკეთოთ სრული ლიპიდოგრამა. თუ ქოლესტერინის დონე მომატებული იქნება, ეს მიუთითებს დისლიპიდემიაზე ანუ ცხიმოვანი ცვლის მოშლაზე, რაც სიმპტომატურ მკურნალობას საჭიროებს, რისთვისაც უნდა მიმართოთ ენდოკრინოლოგს. 
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად