რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-მოგესალმებით,პირველ ბავშვზე მკერდი ძალიან გამირთულდა ისე რომ დამიჩირქდა და გასაჭრელი მექნა მეორე,თავები არ მაქ და ბავშვმა ვერ მოწოვა, ძალიან მინდა მეორეს ვაჭამო რა უნდა გავაკეთო ან თავის მოსაყვანად ან ტკივილის შესამსუბუქებლად, სამი წლის წინ რომ გამიჭრეს მაგის გამო არის შანსი რძე არ მომივიდეს ან რამე პრობლება შემექმნას?
პასუხი
-მასტიტის გამო ჩატარებული ქირურგიული ჩარევა არ შეუშლის რძის გამომუშავებას ხელს, რაც შეეხება ძუძუს წოვების დროს შექმნილ დისკომფორტს ეს პირველ რიგში კვბეის არასწორ ტექნიკას უკავშირდება; ხოლო ჩაბრუნებული მკერდის თავების შემთხვევაში ძუძუს წოვების დროს იყენებენ სპეციალურ სილიკონების გარსებს. მკერდის გარსები მაქსიმალურად უსაფრთხოა ძუძუთი კვების პერიოდში. ნიჟარები ხელს უწყობენ რძის ზედმეტი ნაკადის შეჩერებას, ამცირებენ მკერდის გადატვირთვას და ძუძუს ბრტყელ თავებს აფართოებენ. იკითხეთ აფთიაქში. რჩევებს გაეცანით ბმულზე "როგორ ვაწოვოთ ძუძუ" http://www.mkurnali.ge/pediatria/1806-2010-03-12-15-05-51.html