, ვარ 28 წლის 25 აგვისტოს ვიმშობიარე მენსტრუაცია მ... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

16-11-2015

-გამარჯობა, ვარ 28 წლის 25 აგვისტოს ვიმშობიარე მენსტრუაცია მქონდა დაახლოვებით 2 კვირა და მას შემდეგ აღარ მქონია ეს ნორმალურია თუ რამე პრობლემა შეიძლება იყოს? ოქტომბერში ვიყავი გინეკოლოგთან გამსინჯა და ეხოზეც ყველაფერი კარგად იყო

პასუხი
-მშობიარობის შემდეგ სასქესო ორგანოებიდან გამონადენი არ არის მენსტრუაციული სისხლდენა, გამონადენი - ლოქია - 5-6 კვირის განმავლობაში გრძელდება.
თუ დედა ბავშვს ძუძუს არ აწოვებს, მენსტრუალური ციკლი 6-8 კვირაში აღუდგება. ხოლო ძუძუთი კვების დროს მენსტრუაციის არქონა ბუნებრივი მოვლენაა. მენსტრუაცია ხშირად ლაქტაციის პერიოდის დასრულების (ერთი წლის შემდეგ) შემდეგ დგება.
იმ პერიდში, როცა ბავშვი ძუძუთი იკვებება, პროლაქტინის სეკრეცია ინტენსიფიცირდება, ხოლო კვებათა შორის დროის გაზრდის შემთხვევაში – ეცემა. ამიტომ, როგორც წესი, სანამ ქალი ბავშვს მხოლოდ ძუძუთი კვებავს, პროლაქტინი საერთოდ ახშობს ოვულაციას – აღმოცენდება ლაქტაციური ამენორეა (მენსტრუაციის არქონა ლაქტაციის პერიოდში).  
თუმცა ძუძუთი კევბის დროსაც კი მენსტრუციის აღდგენა მაინც ინდივიდუალურია, ციკლის აღდგენასა და ლაქტაციას შორის 100%-იანი კავშირი არ არსებობს, ამიტომ მეძუძურ ქალსაც შეიძლება, საკმაოდ მალე აღუდგეს ციკლი.
გახსოვდეთ, მიუხედავად მენტრუაციის არქონისა, ლაქტაციის პერიოდში მაინც არსებობს დაორსულების შანსი, გამონადენის ატიპურობის გამო ქალები ვერ აფიქსირებენ პირველ მენსტრუაციას.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად