ჩემს 7თვის პატარას უკვე ორი კვირაა აქვს სურდო და ვ... | დაავადებათა მკურნალობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დაავადებათა მკურნალობა
23-10-2015

-ჩემს 7თვის პატარას უკვე ორი კვირაა აქვს სურდო და ვერაფრით მოვურჩინე. ეს წამლები სართოდ არ იძლევა შედეგს, იქნებ დამეხმაროთ რა ვქნა.

პასუხი
-სურდოს დროს ბავშვს შეიძლება თავისუფლად ჩააწვეთოთ ფიზიოლოგიური ხსნარი
(ბავშვს ცხვირი გაუთავისუფლეთ სპეციალური გამოსატუმბი ბალონით, შემდეგ მშრალი ბამბის ტამპონით გამოამშრალეთ და ბოლოს ფიზიოლოგიური ხსნარი ჩააწვეთეთ. ცხვირში ჩაწვეთება ხდება კვებამდე 15-20 წუთით ადრე. თავდაპირველად ვაწვეთებთ 1-2 წვეთს თითოეულ ნესტოში, 10 წუთის შემდეგ - კიდევ 1-2 წვეთს, რათა დაიშალოს უფრო ღრმად მდებარე სქელი ლორწო. ფიზიოლოგიური ხსნარი უნდა ჩავაწვეთოთ 4-5 დღის მანძილზე. ამ ხნის განმავლობაში სხვა წვეთების გამოყენება რეკომენდებული არ არის.).
გარდა ამისა, შეიძლება გამოიყენოთ მისი ასაკისათვის რეკომენდებული ცხვირის წვეთები, რომელიც ექიმმა უნდა დანიშნოს. ასეთი წვეთები ხსნიან ცხვირის გაჭედვას და ამცირებენ გამონადენს, მათ არა აქვთ პროფილაქტიკური ეფექტი, არ აჩქარებენ გამოჯანსაღებას.
აჩვენეთ ბავშვი პედიატრს. ცხვირიდან გამონადენის მიზეზი შეიძლება იყოს სურდო, ვირუსული ინფექცია ან ალერგიული ფაქტორი.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად