სასის ტონზილებში მაქვს ჩირქი და საღამოობით ტემპერა... | ყელი, ყური, ცხვირი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ყელი, ყური, ცხვირი

კატეგორია - ყელი, ყური, ცხვირი

22-10-2015

-სასის ტონზილებში მაქვს ჩირქი და საღამოობით ტემპერატურა 37.1 უკვე ბევრი თვეა. ასევე ყელში ვგრძნობ ნახველს, განსაკუთრებით სუნთქვისას, ზოგჯერ ყელი მექავება და მახველებინებს, თითქოს წვეთი გადამცდა. ხახის ნაცხის ანალიზი ავიღე და ბევრი რამ ამოითესა, დანიშნულებისამეებრ ვიკურნალე ანტიბიოტიკებით, ფაგებზე მგრძნობელობა არ მქონდა. ანტიბიოტიკების მიღებისას თითქოს უკეთ ვიყავი, მაგრამ როგორც კი მოვრჩი მკურნალობას იგივე დაიწყო.5 დღე ვიმკურნალე მხოლოდ, როგორც ექიმმა დამინიშნა, შემდეგ მივედი სხვა ყელ-ყურის ექიმთან, რომელმაც გამსინჯა და შპადელით ჩირქი ამოიღო ტონზილებიდან და მეც დამანახა, მითხრა ჯობია მოიშორო გლანდებიო. როდესაც მწვავე ტონზილიტი არ არის სახეზე ჩირქის არსებობა ქრონიკულ ტონზილიტზე მიუთითებს? რამდენად აუცილებელია ჩემს შემთხვევაში ოპერაცია?ტონზილები ძალიან პატარაა, ადრე ყლაპვისას მაწუხებდა ყელის ტკივილი, მაგრამ მწვავე ტონზილიტი როგორც ასეთი, მაღალი სიცხით და ყელის მწვავე ტკივილით არასდროს მქონია.

პასუხი
-ტონზილების ზომა არ განსაზღვრავს მისი დაზიანების ხარისხს. ოპერაციის საჭიროებაზე მიუთითებს ღრმა შეუქცევადი დარღვევები, ადგილობრივი ჩირქოვან-ანთებითი და ზოგადი გართულებები, ყველაფერი ეს კი ფასდება ლარინგოლოგის მიერ.
ინფორმაციისთვის! ქრონიკული ტონზილიტის დროს ჩივილები, წესისამებრ, მკვეთრად გამოხატული არ არის. ყველაზე ხშირად აღინიშნება ხშირი ანგინა ავადმყოფი უჩივის არასასიამოვნო სუნს პირიდან, ყლაპვისას ყელში უსიამოვნო ან უცხო სხეულის შეგრძნებას, სიმშრალეს, ჩხვლეტას, თუმცა ეს არა მარტო ქრონიკული ტონზილიტის, არამედ ფარინგიტის სხვადასხვა ფორმის ნიშნებიც არის. ხშირად უჩივიან ადვილად დაღლას, მოთენთილობას, თავის ტკივილს, შრომის უნარის დაქვეითებას, სუბფებრილურ ტემპერატურას, სახსრების ტკივილს, გულისცემის გახშირებას, ტკივილს გულის არეში.
ნუშურების ზომას დაავადების დიაგნოსტიკისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მოზრდილებში ქრონიკული ტონზილიტის დროს ნუშურები უმეტესად მცირე ზომისაა. ქრონიკული ტონზილიტის გავრცელებული და ყურადსაღები ნიშანია ნუშურების ლაკუნებში (თავისებურ ჩაღრმავებებში) საცობების სახით არსებული ჩირქოვანი შიგთავსი, რომელსაც ზოგჯერ უსიამოვნო სუნი აქვს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად