რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობა, ვარ 18 წლის სიმაღლეში 1.60 წონა-50. ხშირად ვდიეტობ, მაისის თვეში ვიყავი 43 კილო თუმცა მოვიმატე, პურს არ ვჭამ თითქმის 2 წელია. ყველა ლუკმის ჭამაზე ვფიქრობ რომ გამასუქებს:(( 2 დღეა რაც დავიწყე იაპონური 13 დღიანი დიეტა რომლის საშუალებითაც 8 კილოს იკლებენ და შემდეგ მინდა ჯანსაღი კვება გავაგრძელო. ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ძალიან მიყვარს ტკბილეული და გთხოვთ მირჩიოთ ისეთი ტკბილი პროდუქტი რომელიც არ გამასუქებს და შეიძლება თუ არა ამ დროს შოკოლადის ,,ხლოპია'' მაინც მივირთვა. დიდი მადლობა წინასწარ.
პასუხი
-43 კგ თქვენთვის არის წონის დეფიციტი და გირჩევთ ნუ ეცდებით დაუბრუნდეთ ამ წონას; რაც შეეხება ტკბილეულს სურვილი შეგიძლიათ დაიკმაყოფილოთ შავი შოკოლადით, ჩირით, თაფლით, ხილით. ზოგადად, რომ იცოდეთ მკაცრი აკრძალვები არ უნდა დაუწესოთ თავს, მთავარია ზომიერების დაცვა ისწავლოთ.