თქვენი პასუხები ძალიან მეხმარება, და ამიტომ კიდევ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

20-10-2015

- თქვენი პასუხები ძალიან მეხმარება, და ამიტომ კიდევ ერთხელ გაწუხებთ. მქონდა ფაღარათი საღამოს და დილით, მტკიოდა მუცელიც , მერე ამტკივდა წელი და მარჯვენა მხარე უფრო წინა მხარეს, ისე რომ გარედან ოდნავ შეხებითაც კი მტკივნეული იყო მომცა სიცხე 41. ეხომ არაფერი არ აჩვენა. 5 წუთის მერე კი აღმოაჩინეს რომ ღვიძლი 6 სმ იყო მომატებული.მერე სხვაგან წავედი და აღმოჩნდა ცილები ძალიან დიდი რაოდენობით და ბილირუბინი 2, როე 62.პიელონეფრიტიაო,არადა თირკმლის ადგილზე არ მტკიოდა.სამი კვირის წინ ვიმკურნალე მწვავე ბაქტერიულ ვაგინიტზე. ვითომ აქედან შეიძლებოდა წასულიყო ეს ინფექცია თუ რა ვიცი რა იყო? ორკვირიანი მკურნალობის მერე ცილები გაქრა და ბილირუბინიც ნორმაშია. როე 45.ამას დრო უნდა რომ ნორმას დაუბრუნდესო.ახალმა ეხომ აჩვენა რომ ღვიძლია საერთოდ არააო გადადიდებული და არც იქნებოდაო. ზომები 134-94 მმ.ექოგენური, კედლები სწორი,კეროვანი ცვლილებებიც არა, მაგრამ აღმოჩნდა VIII სეგ-ის პროექციაზე მკაფიოდ კონტურიზებული პოლიპის ტიპის ჰიპოექოგენური ჩანართი დ -27 მმ, VI _ 17მმ და 8,6მმ. ეს საშიში არააო.მე კი ძალიან მეშინია. მაქვს გაკეთებული 7 თვის წინ კონსვერვატიული მიომექტომიის ოპერაცია. მაინტერესებს მართლა ასეა თუ არა და შეიძლება ეს პოლიპები ტკივილს იწვევდეს. მარჯვენა მხარეს მაინც მაქვს სიმძიმის შეგრძნება და თუ რამე ისეთს შევჭამ არადიეტურს, მტკივა კიდეც.მგონია რომ ნაღველია, მაგრამ იქნებ ვცდები, ეხო არაფერს აჩვენებს. ბოდიშით ამდენი რომ მოგწერეთ, მინდოდა სრული სურათი დამეხატა, იქნებ თქვენ სწორი მიმართულება მომცეთ.

პასუხი
- სავსებით შესაძლებელია ადგილი ქონდა თირკმლის კოლიკას. მიმართეთ ურლოგს. 
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად