ვარ 37 კვირაში.მუცელი სულ დაჭიმული მაქვს,ვსვამ მა... | ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორსულობა

კატეგორია - ორსულობა

14-10-2015

- ვარ 37 კვირაში.მუცელი სულ დაჭიმული მაქვს,ვსვამ მაგნე ბ6 და პაპავერინის სანთლებს,მაგრამ თითქოს შედეგი არ მაქვს.მარტო წოლა მშველის.ღამე შარდვის შემდეგ მაწუხებს საშინლად მუცელი,რისი ბრალია?დილას ჩველებრივად ვარ.ღამე რატო მტკივა ასე ძალიან?რომელი კვირიდან ველოდოდ მშობიარობას?როგორ მივხვდე მშობიარობა რო დამეწყო?და კიდე ერთი,ბავშვის დაბადების შემდეგ ბავშვს შიშველ მკერდზე აწვენენ თუ ლიფი აცვია დედას?გთხოვთ მალე მომწერეთ პასუხი ყველა კითვაზე.ძალიან ვნერვიულობ.მადლობა წინასწარ.

პასუხი

- ეს ჩვილი ტონუსის მატებით აიხსნება. ტონუსის მატების გამო მშობიარობა შესაძლებელია ნებისმიერ დროს დაიწყოს. მშოიარობის შემდეგ ბავშვს დედას უწვენენ შიშველ მკერდზე.
მშობიარობის მოახლოებისას ნაყოფი ღრმად ჩადის მენჯში და შესაბამისად დაბლა ჩამოდის საშვილოსნოს ფუძე. სუნთქვა თქვენთვის უფრო იოლდება. საშვილოსნოს ყელი რბილდება. ექიმები ხშირად ახდენენ ყელის პალპატორულ გამოკვლევას, მაგრამ ყელის "მომწიფებით" ყოველთვის არ შეიძლება მშობიარობის დაწყების ვადაზე საუბარი.
წინა დღეებში შეიძლება შემდეგი ნიშნები გქონდეთ:
1. მცირე სისხლიანი გამონადენი
2. ლორწოვანი "საცობის" გამოვარდნა
3. წონაში მცირე კლება
4. განავლის გათხელება
5. ჭამის მადის მომატება
6. "ბუდობის ინსტინქტის" გამოვლენა (ჩნდება წყნარი, მოფარებული ადგილის ძებნის და იქ დასვენების სურვილი), მაგრამ ეს ნიშნები ზუსტად სულაც არ მიანიშნებს მშობიარობის დაწყების მომენტს.
ნიშნები რომლებიც მიუთითებენ რომ მშობიარობა ესესაა დაიწყება:
მუკუსი, ანუ ვარდისფერი, შესქელებულ-შედედებული, ერთგვარი საცობივით, გამონაღვენთი, რომელსაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს ტუალეტში შესვლისას. ტუალეტის ქაღალდზე იქნება მუკოიდური, ვარდისფერი ფერის გამონადენი. ეს იმაზე მიუთითებს, რომ საშვილოსნოს ყელი ფართოვდება და გახსნისთვის ემზადება. სისხლდენა ძალიან ინტენსიური არ უნდა იყოს. წყლის მსგავსი სითხის გამოდინება.
წინა-მშობიარობის ანუ მატყუარა კონტრაქციები.
სხავადასხვა ქალებს სხვადასხვა დოზით აქვთ ეს ნიშნები გამოხატული და ზოგიერთებს შეიძლება აღმოაჩნდეთ ორსულობამდე კარგახნით ადრე. ანუ არც ამ ნიშნების არსებობა არის უტყუარი დამადასტურებელი რომ მშობიარობა კარზეა მომდგარი.
მშობიარობის პოზიტიური ნიშნები:
მშობიარობა გარდაუვლად იწყება, ნიშნები: ამნიოტური სითხის საშვილოსნოდან გადმოდინების დაწყება; კონტრაქციების პროგრესირება სახეზეა: ხდება უფრო ხანგრძლივი, ძლიერი, ხშირად განმეორებადი. უფრო მეტად მტკივნეული და ტკივილი იგრძნობა როგორც მუცლის არეში ასევე ზურგისკენაც. ამ დროს საშვილოსნოს ყელი გაფართოებულია და პოტენციურად გახსნილია. კონტრაქციები 5-30 წუთის ინტერვალით მეორდება. თითოეულ ჯერზე დაახლოებით 15-45 წამი გრძელდება, ან უფრო ხანგრძლივადაც. მშობიარობა 24 საათის განმავლობაში შეიძლება დადგეს.



გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად