რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-ბავშვი მყავს თერთმეტი დღის და მაქვს მაღალი სიცხე. არ ვიცი ვირუსია თუ მკერდი ჩამიმაგრდა (მკერდი მტკივა). ვირუსი რომ იყოს საშინლად მეშინია ბავშვს არ გადავდო. რომ გადაედოს ასეთ პატარას, რამდენად საშიშია და რა გავაკეთო, თუ გადაედო? ან რა გავაკეთო რომ არ გადაედოს საშინელ პანიკაში ვარ :(
პასუხი
-სავარაუდოდ ადგილი აქვს რძის შეგუბებას, თუ დამოუკიდებლად ვერ ახერხებთ გამოწველას მიმართეთ მასაჟისტს, რათა გაიხსნას სადინარი დროულად, რათა არ მოხდეს მასტიტის განვითარება, ეს არის სარძევე ჯირკვლის არასპეციფიკური ანთებითი დაავადება, მასტიტი ადრეულ სტადიაშივე ენერგიულ მკურნალობას მოითხოვს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ჯირკვლის ქსოვილის ჩირქოვანი გალღობა. აუცილებელია მოსვენება, ძუძუს შემაღლებულ მდგომარეობაში შეკავება, მთლიანად დაცლა, ხშირი წოვება (ბავშვი კვების დროს სწორად უნდა იყოს მოჭიდებული ძუძუს), საჭიროებისამებრ, გამოწველა. ზოგჯერ ინიშნება ანტიბიოტიკოთერაპია (მხოლოდ ექიმის მიერ). თუ სურდო გაქვთ ბავშვთან ურთიერთობის დროს დაიცავით ჰიგიენა, ხშირად დაიბანეთ ხელი და გამოიყენეთ პირბადე.