– რა დასახელების (ან შემცველობის) კრემებია საჭირო ... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

07-09-2015

– რა დასახელების (ან შემცველობის) კრემებია საჭირო ცხვირის გარშემო სებორეას ჩასაცხრობად? მადლობა წინასწარ!

პასუხი
–მკურნალობა ინიშნება ინდივიდუალურად გამოკვლევათა წყების შემდეგ. ზოგჯერ რამდენიმე სპეციალისტთან გამოკვლევაც კი ხდება საჭირო. 
მკურნალობის ძირითადი საშუალებებია: 
პრეპარატები, რომლებიც აღადგენს ვეგეტაციური ნერვული სისტემის მუშაობას; 
ჰორმონული პრეპარატები, თუმცა ისინი ინიშნება მხოლოდ ძალიან მძიმე ფორმების დროს; 
განსაკუთრებული დიეტა. სასარგებლოა რძის ნაწარმი, კვერცხი, ხილი, ბოსტნეული (განსაკუთრებით - კომბოსტო და ჭარხალი), შვრიის (ჰერკულესის) ფაფა. უნდა შეიზღუდოს: ცხოველური ცხიმი (საქონლის, ღორისა და ცხვრის ქონი), მსუქანი ფრინველის ხორცი, კონსერვები, მლაშე და ცხარე პროდუქტები, საკაზმი (მდოგვი, პილპილი). ყოველივე ეს აუცილებელია მდგომარეობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად და კუჭ-ნაწლავის მუშაობის მოსაწესრიგებლად; B, A, D, E ვიტამინები, თუთიისა და გოგირდის პრეპარატები - ისინი აუცილებელია ორგანიზმისთვის, რათა იგი დამოუკიდებლად გაუმკლავდეს სებორეას; 
ფიზიოთერაპია: მასაჟი, კრიოთერაპია, მეზოთერაპია, ოზონოთერაპია, ფიტოთერაპია, დარსენვალი, ულტრაიისფერი სხივები. 
- ძალიან მნიშვნელოვანია კანისა და თმის მოვლა სახლის პირობებში. ხშირად ამისთვის საჭიროა სამკურნალო საშუალებების გამოყენებაც. 
აუცილებელია ფიზიკური დატვირთვა: ჰაერზე სეირნობა, მზისა და ჰაერის აბაზანები, გაკაჟება, ცურვა ღია აუზში. 
ვარჯიში აწესრიგებს სისხლის მიმოქცევასა და ნივთიერებათა ცვლას; 
დაავადების მძიმე მიმდინარეობის შემთხვევაში ინიშნება ანტიმიკოზური პრეპარატები. 
მშრალი სებორეის დროს ინიშნება 10%-იანი გოგირდის კრემი. 
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად