ვარ სამი თვის ორსული. მაქვს ქრონიკული ალერგია და ... | ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორსულობა

კატეგორია - ორსულობა

26-08-2015

-გამარჯობათ, ვარ სამი თვის ორსული. მაქვს ქრონიკული ალერგია და მიჭირს ცხვირში სუნთქვა. აქამდე ვისხამდი სულ ავამისს, ახლა კი რადგან აღარ შეიძლება მისი გამოყენება, მაინტერესებს ხომ არ ავნებს ბავშვს ჩემი სუნთქვის პრობლემა? თითქმის სულ გაჭედილი ვარ ცხვირში და მხოლოდ გარეთ მეხსნება. და შეიძლება თუ არა მხოლოდ ღამე, დაძინებისას რომ ჩავისხა რაიმე გამხსნელი? მაგალითად ნაფტიზინი, ან დიდროფი...

პასუხი
-ნაფტიზინის ან დიდროფის გამოყენება, ზოგადად, ორსულობის პერიოდში რეკომენდებული არ არის, სრული უსაფრთხოების გარანტიას ვერც რომელიმე ანტიალერგიული პრეპარატი ვერ მოგცემთ. ამიტომ ასეთ შემთხვევაში ორსულმა კონსულტაცია უნდა გაიაროს ალერგოლოგთან, მხოლოდ ასე, ექიმთან ვიზიტის დროს, შეიძლება შეირჩეს ის სამკურნალო საშუალება, რომელიც მაქსიმალურად უსაფრთხო იქნება როგორც დედისთვის, ისე ნაყოფისთვის.
საიტიდან რაც შეიძლება გირჩიოთ: რაც შეიძლება მეტი ხანი გაატარეთ სუფთა ჰაერზე. ბუმბულის ბალიშები და საბნები სინთეტიკურით შეცვალეთ. ბინა ხშირად გაანიავეთ და ყოველდღე დაალაგეთ სველი წესით, კვირაში ერთხელ კი მტვერსასრუტით დაასუფთავეთ ხალიჩები და რბილი ავეჯი, გაბერტყეთ და გაამზეურეთ ბალიშები. საერთოდ კი უმჯობესია ორსულობის დროს მაინც მოერიდოთ მტვრის ისეთ ბუდეებს, როგორიც არის ხალიჩები, სურათები, შტორები.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად