შემთხვევითი გამოკვლევების დროს მარცხენა თირკმელზე... | ნეფროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ნეფროლოგია

კატეგორია - ნეფროლოგია

23-07-2015

-გამარჯობათ, შემთხვევითი გამოკვლევების დროს მარცხენა თირკმელზე ჰიდრონეფროზი გამოვლინდა, შემდეგ გავიკეთე უროგრაფია და დინმამიური სცინტიგრაფია, რომელის დასკვნაშიც მარცხენა თირკმელის ფუნქცია 30 % შენარჩუნებული იყო. ამის შემდეგ მალევე, (3 თვის წინ) გავიკეთე მარცხენა თირკმელზე ოპერაცია პიეროურეთროპლასტიკა. ოპერაციის შემდეგ მარცხენა თირკმელიდან ნეფროსტომიდან რომელიც ოპერაციიდან ერთი თვის შემდგომ ამოვიღე შარდი მოდიოდა დაახლოებით ორჯერ მეტი რაპოდენობა ვიდრე ჯანმრთელი თირკმელიდან. მაინტერესებს დროთა განმავლობაში ნაოპერაციები თირკმელი უნდა დაპატარავდეს თუ არა და მიიღოს თუ არა ჯანმრთელი თირკმლის სახე. და რა რეკომანდაციებს მომცემთ შემდგომი გართულებებისაგან თავის ასაცილებად.

პასუხი
-თქვენ ოპერაციული მკურნალობა სწორედ იმიტომ ჩაგიტარდათ, რომ აღდგეს (თუ სრულად არა გარკვეულწილად მაინც) თირკმლის ფუქნცია და რასაკვირველია ნორმალურ ზომასაც დაუბრუნდეს. საერთოდ ჰიდრონეფროზის მკურნალობა ტარდება ინდივიდუალურდ დაავადების მიზეზის, სტადიისა და გამოვლინების გათვალისწინებით., რასაკვირველია, ოპერაციის შემდგომი მკურნალობა და რეკომენდაციებიც ინდივიდუალურია. ამის შესახებ თქვენს ნეფროლოგს უნდა ჰკითხოთ. ჩვენ მოგცემთ ზოგად რჩევებს: 1.უნდა ერიდოთ შარდის ბუშტის გადავსებას; ეს თირკმელებისთვის არასასურველი მდგომარეობაა, რადგან დიდია იმის ალბათობა, რომ შარდი უკან გადავიდეს თირკმელში და შედეგად გაფართოვდეს თირკმლის ფიალები. 2. უნდა შეამციროთ შაქრისა და მარილის მიღება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს წყალ-მარილოვანი ბალანსის დარღვევა. მაგრამ შაქირსა და მარილზე საერთოდ უარის თქმა არ არის აუცილებელი. 3. დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება. ალკოჰოლური სასმელები აძლიერებენ სისხლისმიმოქცევას, რაც დიდი დატვირთვაა თირკმელებისთვის, 4. არ უნდა დაუშვათ ორგანიზმის გადაციება, რადგან ამ დროს იქმნება ანთებითი პროცესების განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობები. არც სიცხეში დიდხან ყოფნაა რეკომენდირებული, რადგან ძლიერდება ოფლის გამოყოფა, ამ დროს სისხლის სქელდება და მისი ფილტრაცია რთულდება 5. დაუშვებელია დიდი რაოდენობით ცილების მიღება, 6. გაამდიდრეთ კვების რაციონის ხილით, ბოსტნეულით, მწვანილით, თევზით; 7. მიიღეთ სითხე; 8. დაკავდით სპორტით (მაგრამ ამის თაობაზე ნეფროლოგთან გაიარეთ კონსულტაცია).
კომენტარები
10 აგვისტო 2015 16:28
გამარჯობათ,გუშინ ჩემმა მეგობარმა შემთხვევით გამიკაწრა ხალი,სისხლი წამომივიდა,მაგრამ მაშინვე წყალბადით დავიმუშავე.ჯერ არ შეხორცებულა,მაგრამ ხელის დადების დროს მტკივა და რაიმე პრობლემა ხომ არ არის?აქამდე არასდროს არ დამიზიანებია ხალი.მადლობა წინასწარ
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად