ერთი წლის წინ ვიყავი ორსულად, და ეხლა უცებ გადავხ... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

25-06-2015

- ერთი წლის წინ ვიყავი ორსულად, და ეხლა უცებ გადავხედე ეხოს პასუხს და მიწერია,,,, -- მარჯვენა საკვერცხე შეიცავს ყვითელი სხეულის კისტას 2.3 სმ.... ეს ნორმალურია?? ვერ გავიგე კისტა რა სახით წერია. მადლობთ პასუხებისათვის..

პასუხი
- ყვითელი სხეულის კისტები ფოლიკულურთან შედარებით იშვიათია. მათი წარმოშობის მექანიზმი ასეთია: ოვულაციის შემდეგ ფოლიკული არ იხურება და არ ივსება ლუთეინური უჯრედებით, ღრუ რჩება და სეროზული სითხით ივსება. 
ყვითელი სხეულის კისტა ჰორმონულად არააქტიურია. მისი დიამეტრი იშვიათად აღემატება 3-4 სმ-ს. მას გლუვი ზედაპირი და ელასტიკური კონსისტენცია აქვს. ავადმყოფი, ჩვეულებრივ, არაფერს უჩივის, ამიტომ კისტას გინეკოლოგიური გამოკვლევის დროს  შემთხვევით აღმოაჩენენ ხოლმე. 
თუ ყვითელის სხეულის კისტა იეჭვეს, ოპერაციული  ჩარევას არ ჩქარობენ. ავადმყოფს უწესდება დისპანსერული მეთვალყურეობა, უტარდება დათვალიერება ყოველ 2 თვეში ერთხელ. თუ კისტა არ უკუგანვითარდა ან ზრდა დაიწყო, ოპერაციული მკურნალობა გარდაუვალია, ვინაიდან კლინიკური ნიშნების საფუძველზე საკვერცხის ნამდვილი სიმსივნის გამორიცხვა ძალიან ძნელია. ოპერაციის დროს საკვერცხეს კისტითურთ ამოკვეთენ. 
დიაგნოზის დასასმელად უმეტესად საკმარისია გინეკოლოგიური გამოკვლევა და ექოსკოპია. საჭიროა ყვითელი სხეულის კისტის დიფერენცირება საკვერცხეების ნამდვილი სიმსივნისგან - კისტომისგან. დიფერენციალური დიაგნოსტიკის დროს კისტის სასარგებლოდ მეტყველებს შედარებით მცირე ზომა, წარმონაქმნის გაჩენა ან გადიდება მენსტრუალური ციკლის მეორე ფაზაში. 
ყვითელი სხეულის კისტა, ფოლიკულურის მსგავსად, რეციდივს იძლევა. პროგნოზი კეთილსაიმედოა. 
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად