ბებოს აწუხებს მარილები.ხან სად გამოუვა და ასტკივდ... | ხალხური საშუალებები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ხალხური საშუალებები
23-06-2015

- ბებოს აწუხებს მარილები.ხან სად გამოუვა და ასტკივდება ხან სად...თუ შეგიძლიათ რაიმე ხალხური წამალი მომწეროთ.წინასწარ დიდი მადლობა :))))

პასუხი
- პირშუშხა მარილების დაგროვებას შველის
ჩემს მეუღლეს წლების განმავლობაში სტკიოდა სახსრები, ტკივილისგან ღამეებს თეთრად ათენებდა. მრავალი საშუალება ვცადეთ, მაგრამ უშედეგოდ. თუ ავადმყოფობას არ დაემორჩილები და ჯიუტად განაგრძობ გამოსავლის ძიებას, აუცილებლად იპოვი. ჩვენს შემთხვევაშიც ასე მოხდა - ათასგვარი საშუალება ვცადეთ და ბოლოს და ბოლოს ერთ-ერთმა შედეგი გამოიღო.
-    საჭიროა ჩვეულებრივი პირშუშხა. ფოთლებს გადაავლეთ მდუღარე და მტკივან სახსარზე დაიწყვეთ. რაკი ჩემს მეუღლეს უმთავრესად მუხლის სახსარი აწუხებდა, ფოთლები ამ ადგილას დავაწყვე, ზემოდან დავადე პერგამენტი, დავაფინე სელის ქსოვილის ნაჭერი და შემოვახვიე თბილი შალი.
-    პირველი პროცედურა ძილის წინ გავუკეთე, რათა სითბო დიდხანს შენარჩუნებულიყო. დილით, როდესაც კომპრესი მოვხსენი, ჩემდა გასაკვირად, მცენარის ფოთლებზე მარილის ნადები აღმოვაჩინე. მეორე პროცედურის შემდეგ მარილი უფრო ნაკლები იყო. მეუღლე მეუბნებოდა, რომ კომპრესის ქვეშ ფეხის წვას გრძნობდა, მაგრამ დისკომფორტი სავსებით ასატანი იყო.

წიწიბურა
- მარილების წამალი
ჩემს ირგვლივ, - ცხადია, ახალგაზრდებს არ ვგულისხმობ, - არ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც მარილების დაგროვება არ აწუხებდეს. ექიმებთანაც
გავიარე კონსულტაცია და ექიმბაშებთანაც, მაგრამ დიდი შედეგი ვერსად ვნახე. ბოლოს ჩემი მეზობლის სტუმარმა, რომელსაც იგივე პრობლემა ჰქონდა, მასწავლა მარტივი, იაფი და კარგი საშუალება, რომელმაც ტკივილები შემიმსუბუქა და ჩემი ცხოვრება უფრო აქტიური გახადა.
1 სუფრის კოვზი წიწიბურა ჩავყაროთ ჩაის ჭიქაში და ჭიქის ნახევრამდე დავასხათ მაწონი. ეს უნდა გაკეთდეს საღამოს. დაწოლამდე რამდენჯერმე მოვურევთ, დილით გადავავსებთ მაწვნით, ისევ მოვურევთ და დავლევთ უზმოზე. მივიღებთ სულ 10 დღის განმავლობაში. ათდღიანი შესვენების შემდეგ შეიძლება გავიმეოროთ. თავდაპირველად საკმარისია სამი კურსი.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად