გარჯობათ ჩემი ბიჭი არის 6 თვის და 2 კვირის არის შე... | ბავშვის კვება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის კვება

კატეგორია - ბავშვის კვება

18-06-2015

-გარჯობათ ჩემი ბიჭი არის 6 თვის და 2 კვირის არის შერეულ კვებაზე დღეში 2 -ჯერ; 11 ზე და 7-ზე ჭამს ბელქტის ფაფას და შუადღეს 2-საათზე ბოსტნეულის ფაფას, დილას და საღამოს ძუძუს მაინტერესებს რა ხილი შეიძლება მივცე ახლა და ასევე ხაჭო რომელი ჯობია მივცე და როგორ კვეების რომელ ჯერზე

პასუხი
-მიეცით 2 ჩაის კოვზი ხაჭო ფაფასთან ერთად. გირჩევთ პატარას შინ დამზადებული ხაჭო მისცეთ, რომელიც ასე უნდა დაამზადოთ: 1 ჩაის ჭიქა წინასწარ ადუღებულ და გაციებულ რძეს (არა ძროხის რძეს!) უნდა დავუმატოთ ½ ჩაის ჭიქა მაწონი, კარგად უნდა ავურიოთ, უნდა დავდგათ ნელ ცეცხლზე, ერთხელ უნდა წამოვადუღოთ. რძე აიჭრება, ის საწურში უნდა გავწუროთ, მიღებული მასა, რაც საწურზე დარჩება უნდა გავხეხოთ და შევინახოთ მაცივარში. მაცივარში შენახვა შეიძლება 48 საათის განმავლობაში.
ხილს რაც შეეხება, შეგიძლიათ მისცეთ ვაშლის პიურე, შემდეგ კარგად შემოსული ალუბალი, ალუჩა, ატამი, გარგარი როგორც წვენის, ისე გახეხილი ცოცხალი სახით, ხილი უნდა იყოს ბუნებრივად შემოსული. ახალშემოსული ხილი ბავშვს მიეცით ნელ-ნელა, ულუფის მომატებით.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად