მყავს 10 თვის პატარა მაინტერესებს როგორი უნდა იყო... | ბავშვის კვება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის კვება

კატეგორია - ბავშვის კვება

17-06-2015

-გამარჯობა მყავს 10 თვის პატარა მაინტერესებს როგორი უნდა იყოს მისი კვების დღიური ნორმა ანუ რამდენჯერ უნდა ჭამოს ამ ასაკში, ძუძუზე მყავს და ვაჭმევ შემდეგნაირად: დილით 9 საათიდან ძუძუთი კვება, 12 საათზე ვინის ფაფა, 4 საათზე ბულიონი(ქათამი, ხბო, თევზი) ან ბოსტნეულის სუპი (კვერცხის გულით), 8 საათზე ჰუმანას იოგურტი ან მაწონიში ადღვებილი ხილი, დანარჩენი ძუძუ როცა მომთხოვს, მაინტერესებს საღამოს კიდე რისი დამატება შემიძლია და რამდენად სწორია ჩემი ცხრილი.. მადლობა წინასწარ

პასუხი
-ათი თვის ბავშვი უნდა იკვებებოდეს დღეში ხუთჯერ, ოთხსაათიანი ინტერვალებით. 10 თვის ბავშვი, დღის განმავლობაში უნდა ღებულობდეს: დედის რძეს ან ადაპტირებულ ნარევს 200მლ, ხილის წვენი 90-100მლ, ხილის პიურე (გახეხილი, ცოცხალი) 90-100გრ; ხაჭო 50გრ, კვერცხის გული ½, ფაფები (წიწიბურას, ბრინჯის, სიმინდის, შვრიის ფაფებს, მონაცვლეობით (ფაფას შეიძლება დაემატოს 1 ჩაის კოვზი კარაქი) 200გრ, ხორცის ფარში 60-70გრ, მაწონი და რძე 100მლ, პური 10გრ. ორცხობილა ან პეჩენია 10-15 გრ, ზეთი 6 მლ, კარაქი 6 გრ. ბოსტნეულის სუფ-ფაფას, საქონლის ხორცისაგან მომზადებულ გუფთას, მოხარშულ თევზს კვირაში 1-2 - ჯერ.
შეურჩიეთ თქვენს პატარას ამ მენიუდან ის, რაც მას ყველაზე მეტად მოეწონება და თანდათან გაუმდიდრეთ რაციონი ამ პროდუქტებით.
დამატებით რჩევებს გაეცანით ბმულზე "ბავშვის ულუფა"
http://www.mkurnali.ge/pediatria/2255-2010-11-15-13-51-11.html
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად