იცით რა მაინტერესებს? ამ ბოლო დროს, დაახლოებით 2-... | ქალი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2021
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ქალი

კატეგორია - ქალი

12-06-2015

- იცით რა მაინტერესებს? ამ ბოლო დროს, დაახლოებით 2-3 დღეა, ვამჩნევ გაძლიერებულ მადას. ზოგადად დიდად მჭამელი არ ვარ,ეს დღეები კი სულ ვჭამ. მინდა,რომ სულ რაღაცას ვისუსნებოდე. ხომ ვერ მეტყვით რისი ბრალი შეიძლება იყოს? მგონია რომ ვნაყრდები და მახიმუმ ნახევარ საათში ისევ მშია. დილას ვვარჯიშობ და ამის ბრალი ეიძლება იყოს? ცოტა არ იყოს შევშინდი,იქნებ მითხრათ რისი ბრალი შეიძლება,იყოს? გმადლობთ წინასწარ!

პასუხი

-ეპიზოდური ბულიმია, რომელსაც მადის სხვადასხვა ხარისხის მატება ახასიათებს, წესისამებრ, შინაგანი ორგანოების დაავადებასთან არის დაკავშირებული. ეს დაავადებებია:
•    შაქრიანი დიაბეტი;
•    ინსულინომა ანუ ინსულინმაპროდუცირებელი სიმსივნე;
•    ნებისმიერი სხვა პათოლოგია, რომლის დროსაც შესაძლოა სისხლში ინსულინის შემცველობამ მოიმატოს;
•    თირეოტოქსიკოზი;
•    გასტრიტი, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, თუ კუჭის მჟავა წვენის წარმოქმნა გაძლიერებულია.
ბულიმიამ შესაძლოა თავი იჩინოს მძიმე ინფექციური დაავადების შემდეგ, გამოჯანსაღების პერიოდში, როცა ორგანიზმი საკვები ნივთიერებების დეფიციტს განიცდის.
როგორც ექიმები აღნიშნავენ, ჩვენ მიერ ჩამოთვლილი პათოლოგიური მდგომარეობების დროს ბულიმიის ხარისხი დაავადების სიმძიმეზეა დამოკიდებული - რაც უფრო მძიმედ მიმდინარეობს, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი ან თირეოტოქსიკოზი, მით უფრო მეტად ძლიერდება მადა.
ბულიმია, რომელიც შინაგანი ორგანოების ამა თუ იმ დაავადებას უკავშირდება, განსაკუთრებულ პრობლემას არ ქმნის. მთავარია ძირითადი დაავადების დროული დიაგნოსტიკა და სათანადო მკურნალობა, რის შედეგადაც პათოლოგიურად გაძლიერებული მადა, სხვა სიმპტომების მსგავსად, სუსტდება და ნორმას უახლოვდება. მედიკოსების განსაკუთრებული ყურადღების საგანი მკვეთრი, მუდმივი ბულიმიაა. ის შესაძლოა ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადების, ფსიქიკის დარღვევის ან ნევროზის გამოხატულება იყოს. ასეთ ბულიმიას ფსიქიკურ დარღვევად განიხილავენ. ავადმყოფს მკვეთრად აქვს მომატებული მადა, აწუხებს დაუძლეველი შიმშილის გრძნობა. ბულიმიით დაავადებული საკვების მიმართ საოცარ ლტოლვას განიცდის. ჭამის სურვილი იმდენად ძლიერია, რომ ადამიანი შეუჩერებლად, უზომოდ და უსასრულოდ ჭამს და აზრადაც არ მოსდის, როგორი იქნება შედეგი. შედეგი კი ასეთია: სიმძიმე კუჭში, გულის ფრიალი, ოფლიანობა, სისუსტე, გონის წასვლა, ძილად მივარდნა, სიმძიმე მთელ სხეულში. რაც მთავარია, ჭამის შემდეგ ადამიანს უჩნდება სინდისის ქენჯნა საკუთარი მუცელღმერთობის, უნებისყოფობის, გაუმაძღრობის გამო. ჭარბი საკვებისგან სწრაფად რომ გათავისუფლდეს, ღებინებას იწვევს და საკუთარ თავს სიტყვას აძლევს, რომ ეს აღარ გამეორდება, თუმცა გადის რამდენიმე ხანი, ბულიმიით შეპყრობილი ყველაფერს ივიწყებს და კვლავ იწყებს უზომო ჭამას.
ბულიმია უპირატესად ახალგაზრდა ქალებსა და გოგონებს  ემართებათ. დადგენილია, რომ მათი 4% ბულიმიით არის დაავადებული.
მოზარდთა ბულიმია თავდაპირველად არავითარ შეშფოთებას არ იწვევს - გაძლიერებულ მადას უმადობის პერიოდი მოსდევს, რის გამოც პაციენტის წონა არ იცვლება, თუმცა გადის დრო, მადა უფრო და უფრო ძლიერდება და, შესაბამისად, წონაც იმატებს.
მეორე პერიოდი, რომელიც საშიშია ბულიმიის აღმოცენების თვალსაზრისით, 25-30 წლის ასაკია. ამ პერიოდში ადამიანი ძლიერ ნერვულ დაძაბულობას და სტრესს განიცდის და თითქოს ცდილობს, უსიამოვნება ჭამაში ჩაახშოს.
ცნობილია, რომ ბულიმია ხშირად ემართებათ ქალებს, რომლებიც წონის შესანარჩუნებლად გამუდმებით იცავენ დიეტას.
ამ საკითში უკეთ გარკვევისათის გაეცანით ჩვენ ს ვებ გვერდზე მარიკა დვალის სტატიას „ბულიმია და ანორექსია“
http://www.mkurnali.ge/rchevebi90/391-2009-01-12-15-24-36.html

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
უახლესი ლაზერული აპარატით,რომელიც კლინიკა "ახალმა მზერამ" მიიღო გრანტის წესით, შესაძლებელია გლაუკომის სკრინინგი,
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად