ჩემმა მეგობარმა გაიკეთა ბრმა ნაწლავის ოპერაცია(დე... | გასტროენტეროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გასტროენტეროლოგია
26-05-2015

- ჩემმა მეგობარმა გაიკეთა ბრმა ნაწლავის ოპერაცია(დეკემბერი) რის დროსაც ექიმმა ნახა რომ ნაწლავს ქონდა მარყუჟი(ბოდიში სამედიცინო ტერმინები არ ვიცი და ვეცდები გასგებად ავხსნა ყველაფერი) ნაწლავი იყო დაგრძელებული რის გამოც კუჭის მოქმედება იყო 4–5 დღის პერიოდულობით. გაუკეთდა მეორე ოპერაცია(აპრილში) ამოაჭრეს ეს მარყუჟი. ოპერაციამ რთულად ჩაიარა იყო სისხლდენა. პოსტ ოპერაციული პერიოდი ასე თუ ისე ნორმალური იყო სიცხე სისუსტე მაგრამ კუჭის მოქმედება აღდგა სრულად იყო ყოველ დღე აღარ ქონდა სიცხე. სადღაც ერთი თვის თავზე ოპერაციიდან მისცა სიცხე და დაეწყო ტკივილი ჭიპის არეში აქვს გამაგრებები. იმის სანახავდ თუ რა ხდება, გაჭრეს პატარაზე არ ვიცი ეს რას ნიშნავს ანუ რაღაც დაათვალიერა იქ. ამის შემდეგ კუჭის მოქმედება დაიწყო ისევ ისე როგორც იყო ანუ 4–5 დღეში ერთხელ + საერთო სისუსტე, სიცხე, აჩქარებული მაჯა, ბოლო ხანებში გულის რევის შეგრძნება. იყო კონსულტაციაზე სხვა ექიმთან რომელმაც კონკრეტული ვერაპერი თქვა იმის გარდა რომ "შენი ექიმი უკეთ გიცნობს ჯობია იმასთან მიხვიდე" ეს მგონი კარგს არ ნიშნავს. ექიმი კიდევ ამ ყველაფერს სტრესს და ნერვიულობას აბრალებს. ეხლა რა მაინტერესებს, ეს მდგომარეობა ნორმალურია თუ არა ესეთი სირთულის ოპერაციის მერე? მირჩიეთ ვისთან შეგვიძლია მისვლა მისვლა?

პასუხი
- ჩვენი რჩევაა, დაუყოვნებლივ მიმართოთ თქვენს ქირურგს, გაიკეთოთ სისხლის საერთო ანალიზი, ჩიტაროთ მუცლის ღრუს ორგანოების ექოსკოპია, შესაძლოა დაგჭირდეთ სეფსოლოგის კონსულტაცია. 
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ჰალვა, საზოგადოდ, აღმოსავლური ნუგბარის ერთ-ერთი სახეობაა,
ძვალი, როგორც ორგანო, მეტად მრავალფეროვან და სასიცოცხლოდ აუცილებელ ფუნქციებს ასრულებს:
დიეტა სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითების უმარტივესი საშუალებაა. ამგვარი დიეტის საფუძველი
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად