. 6 თვეა რაც გავთხოვდი არ ვარ ორსულად ტესტი გავიკე... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

23-05-2015

-გამარჯობა. 6 თვეა რაც გავთხოვდი არ ვარ ორსულად ტესტი გავიკეთე ბოლო თვეში ორჯერ და უარყოფითი პასუხი მიჩვენა მქონდა 3 მაისს ციკლი დღეს 22 მაისია და და ისევ დამეწყო... საშიში ხომ არ არის?

პასუხი
-თუ ერთი წლის განმავლობაში დაუცველი და რეგულარული სქესობრივი ურთიერთობის მიუხედავად არ დგება ორსულობა, მაშინ საუბარია უნაყოფობაზე და ქალმა უნდა მიმართოს გინეკოლოგს, მამაკაცმა კი - ანდროლოგს. მაგრამ თქვენს შემთხვევაში თუ ციკლის არარეგულარობამ სისტემატურ ხასიათი მიიღო, მაშინ ეს მოითხოვს მიზეზის დადგენას და ცხადია, ერთი წელი დალოდება არ ღირს; ამ ეტაპზე კი გირჩევთ შეადგინოთ მენსტრუალური ციკლის კალენდარი (ყოველთვე მონიშნეთ მენსტრუალური ციკლის დასაწყისი) და არ გაგიჭირდებათ იმის გამოთვლა თუ რამდენ დღიანი ციკლი გაქვთ. ქალს უნდა ჰქონდეს მეტ ნაკლებად (+/-3 დღე) რეგულარული ციკლი, ეს მეტად მნიშვნელოვანია.
მენსტრუალური ციკლის ხანგრძლივობა ანუ დრო ერთი მენსტრუაციის დაწყებიდან მეორე მენსტრუაციის დაწყებამდე _ ინდივიდუალურია და მერყეობს 21-დან 35 დღემდე.მენსტრუალური ციკლის დარღვევა შესაძლოა განპირობებული იყოს არა მხოლოდ სასქესო ორგანოებში (საკვერცხეებში, საშვილოსნოში) მიმდინარე პათოლოგიური პროცესებით, არამედ სრულიად სხვა, არასასქესო ორგანოთა სისტემაში არსებული ამა თუ იმ დაავადებითაც.
მენსტრუალური ფუნქციის დარღვევა მოსალოდნელია როგორც მწვავე თუ ქრონიკული ინფექციის, ასევე ენდოკრინული და ნერვული სისტემის, სისხლისა და სისხლძარღვთა ამა თუ იმ დაავადების ფონზე. ზუსტი მიზეზი მხოლოდ კვლევით შეიძლება დადგინდეს, ამიტომ მიმართეთ რეპროდუქტოლოგს.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად