მაინტერესებს როგორ ვუმკურნალო მიკოზს და რას მირჩევ... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

20-05-2015

-გამარჯობათ,მაინტერესებს როგორ ვუმკურნალო მიკოზს და რას მირჩევთ? ესეიგი,მაქვს მარცხენა ფეხის თითებზე,თითებს შორის და თითებისა და ტერფის შეერთების ადგილებზე,ასევე ტერფის ბალიშზე..ძალიან მექავება და ლამის ტკივილამდე ვიქავებ. ღრმა ნახეთქებითა და უფერო სითხით(მაგალითად ნაჭერზე თუ მოხვდება ყვითელ ფერს ტოვებს),რომელიც ქავილის შემდეგ გამოიყოფა და უცნაური სუნი აქვს,აი ახალშეღებილი კედელივით(მთლად ეგეთი მძაფრის არა :დ) თან ოდნავ წებოვანია და დაბანის შემდეგაც აქვს სუნი..შემაერთებელ ქსოვილს წააგავს მგონი და ამ სითხეს ვაბრალებ კანის დახეთქვას,რადგან როცა გარს ეკვრის თითებს,კანი მკვრივდება და ელასტიკურობას კარგავს..კანი იქერცლება და ალაგ ალაგ სქელდებასავით..ფრჩხილებზე დაზიანება არ მაქვს..ანალოგიურად მქონდა მარჯვენა ფეხზეც ოღონდ შედარებით მსუბუქი ფორმით და მალევე გაქრა.. ასევე მაქვს ბარძაყზე,ფეხის თმიან ნაწილზე, მსგავსი სიმპტომებით,თავიდან 2-3 სმ დიამეტრის მქონე წრე იყო,რომელშის რამდენიმე ლაქა იყო გამონაყარის სახით,შემდეგ კი ჯერ წრის დიამეტრი გაიზარდა ახლა კი გეომეტრიული ფორმა დაკარგა და თან საზარდულისკენ მიიწევს..რამდენადაც ვიცი ეს სადა კანის მიკოზია.. ხო,და კიდევ-ხელის თითებზე მაქვს გამონაყარივით,თუ ძალიან შევეცდები და ამ გამონაყარს მექანიკურად დავაზიანებ უფერო სითხესავით გამოიყოფა,ოღონდ არც სუნი აქვს და ეს გამონაყარიც მხოლოდ მაშინ ჩნდება როცა ხელები მომექავება და მოვიქავებ,თითქოს ქავილი აპროვოცირებს მის გამოვლენას,ან ქავილისას რომ კანი წითლდება შემდეგ ჩანს,არ ვიცი..ისე კი ძალიან წვრილი გამონაყარია და ქავილისას იზრდებასავით... რამდენადაც ვიცი სიმპტომები მიკოზის არის,ექიმთან არ ვყოფილვარ და ეს დიაგნოზიც ჩემი დასმულია.. რამდენად ეფექტური იქნება ლამიზილისა და კასტელანის გამოყენება მაგალითად და რას მირჩევთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად? ან რა ქიმიური ნივთიერების გამოყენება შეიძლება ინფექციის გასანადგურებლად.. მგონი ამომწურავად აღვწერე მდგომარეობა და იმედია თქვენც დაწვრილებით მიპასუხებთ.. 21 წლის ბიჭი ვარ და რომელ ქალაქშიც ვცხოვრობ აქ ექიმები ჩემზე მეტად ,,ვარაუდა" ხალხია უმეტესობა და მათ პროფესიონალიზმს ნამდვილად არ ვენდობი :დ წინასწარ გმადლობთ დახმარებებისა და რჩევებისათვის...

პასუხი
-თქვენს შემთხვევაში კანის დაზიანებული კერების დათვალუერების და გარკვეული კვლევის ჩატარების გარეშე დაუშვებელია მკურნალობის დანიშვნა. თუ სოკოვანი ინფექცია დადასტურდება, მხოლოდ ადგილიბრივი სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები შედეგს ვერ მოგიტანთ, საჭირო გახდება შინაგანად მისაღები ანტიმიკოზური პრეპარატების დანიშვნაც. ჩვენ გირჩევთ დროულად მიმართოთ დერმატოლიოგს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად