.მყავს 16 დღის პატარა.მყავს ბუნებრივ კვებაზე.დაიბა... | ბავშვის კვება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის კვება

კატეგორია - ბავშვის კვება

19-05-2015

-გამარჯობა.მყავს 16 დღის პატარა.მყავს ბუნებრივ კვებაზე.დაიბადა 2კილო და 200 გრამი და ეხლა არის 2კილო და 600 ნორმალური მატებაა ეს? და მაინტერესებს რამდენი გრამი უნდა ჭამოს ამ ხნის ბავშვმა და და არის ტუ არა საატობის დაცვა საჭირო. ძალიან გტხოვთ მალე მიპასუხეთ

პასუხი
-ბავშის წონაში ნამატი ამ ეტაპზე ნორმალურია. დიახ, კვების რეჟიმის დაცვა აუცილებელია, კვებეთ ყოველ 2,5-3 საათში ერთხელ, ღამე კი შეგიძლიათ 4-6სთ-იანი შუალედის გაკეთებაც;
სიცოცხლის პირველი თვის განმავლობაში ბავშვის წონაში ნამატი საშუალოდ 600- 750 გ/თვეში.
რაც შეეხება საკვების რაოდენობას, ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვმა რა რაოდენობის დედის რძე უნდა მიიღოს ცალსახად ამის თქმა შეუძლებელია, ეს დამოკიდებულია როგორც პატარას წონაზე ისე რძის ყუათიანობასა და მასში ცხიმის შემცველობაზე. რამდენად ყოფნის პატარას საკვები ამას მისი ფიზიკური განვითარების მაჩვენებლები ცხადყოფს. ყურადღება გაამახვილეთ, რომ სარძევე ჯირკვალი დაიცალოს, რათა ბავშვმა მიიღოს უკანა რძე, რომელიც გამოირჩევა მაღალი კალორიულობით. სწორედ უკანა რძე უზრუნველყოფს წონაში სწრაფად მატებას.
თუ ბავშვს უჭირს ძუძუს დაცლა, გამოიწველეთ რძე და მიეცით კოვზით.
ბავშვი რძეს საკმარისი რაოდენობით, თუ:
კუჭის მოქმედება აქვს ყოველდღიურად, შესაძლოა ყოველი ჭამის შემდეგაც;
შარდავს 6-8-ჯერ დღეში;
კვების შემდეგ დაკმაყოფილებულია;
წონაში ნამატი საშუალოდ 125-150 გრამია კვირაში.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად