რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-მოგესალმებით, ბავშვის ექიმმა მითხრა, რომ რძე არც ისე სასარგებლო პროდუქტია და კარგი იქნება თუ მას ამოვიღებთ როგორც ბავშვის, ისე დიდის რაციონიდან. მითხრა, რო ფაფაც კი წყლითა და კარაქით დავუმზადო. მაინტერესებს თქვენი აზრი ამის შესახებ და არის თუ არა რძე სასარგებლო პროდუქტი. (ბავშვს ვგულისხმობ ერთი წლიდან) გმადლობთ
პასუხი
-რძე და რძის პროდუქტები შეუცვლელია და აუცილებელია ბავშვის კვების რაციონში. ძროხის რძე და მისი პროდუქტები მაღალი კვებითი ღირებულებით გამოირჩევა. ისინი წარმოადგენს კალციუმისა და ბ2 ვიტამინის, ცილებისა და ადვილად ასათვისებელი ცხიმების წყაროს, რომელთა საკმარისი ოდენობით მიღება ძვალკუნთოვანი სისტემის ჯანსაღი ფორმირების, ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისა და ორგანიზმის ნორმალური მჟავატუტოვანი ბალანსის შენარჩუნების აუცილებელი პირობაა. თუ ბავშვს რძე არ უყვარს ან მასზე ალერგია აქვს, კალციუმის მარაგის შესავსებად შეგიძლიათ სხვა საკვები მისცეთ. რძისა და მისი ნაწარმის გარდა კალციუმს შეიცავს თევზი (სარდინი, ორაგული), ბოსტნეული, პარკოსნები, ხილი.