, ვარ ახალი გათხოვილი 1 თვის.დეფლორაციის შემდგომ გ... | ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორსულობა

კატეგორია - ორსულობა

16-04-2015

-გამარჯობა, ვარ ახალი გათხოვილი 1 თვის.დეფლორაციის შემდგომ გამიმწვავდა ცისტიტი ,შარშანაც მქონდა მაგრამ ბაქტერიოლოგიურ ანალიზში არანაირი ბაქტერია არ აღმოჩნდა არც სოკო. ეხლა გავიკეთე და აღმომაჩნდა მხოლოდ ენტეროკოკი მცირე რაოდენობით. აქამდე არასდროს მქონია.შეიძლება თუ არა ეს დეფლორაციას მოყოლოდა და ხელს შემიშლის თუ არა ცისტიტი დაორსულებაში? მადლობა წინასწარ

პასუხი
-ენტეროკოკი არის ცისტიტის გამომწვევი; საშარდე გზების ინფექციათა გამომწვევი ბაქტერიები ორგანიზმში შარდსადენიდან აღწევენ, ძალზე მნიშვნელოვანია პირადი ჰიგიენა. დადგენილია, რომ ქალებში ტუალეტისა და ბანაობის შემდეგ შორისის არის გაწმენდა ზემოდან ქვემოთ, წინიდან უკან საგრძნობლად ამცირებს ანუსისა და საშოს არის ბაქტერიების შარდსადენში მოხვედრის შანსს.
ასევე იცოდეთ, რეკომენდებულია შარდის ბუშტის დაცლა (მოშარდვა) სქესობრივი კონტაქტის შემდეგ. ეს ხელს უწყობს შარდის ბუშტში მოხვედრილი ბაქტერიების სწრაფად მოცილებას (ქალის შარდსადინარი ფართო, სწორი და მოკლეა (2,5-3სმ), ამიტომ საშოდან და ანალური მიდამოდან შარდსადინარში მოხვედრილი ინფექცია ადვილად აღწევს შარდის ბუშტში და ხდება ცისტიტის მიზეზი; საქალწულე აპკის ნარჩენები, რომლებიც სქესობრივი აქტის დროს ქაჩავენ შარდსადენი მილის გარეთა ხვრელს საშოში და ამ უკანასკნელის შიგთავსი (ლორწო, ბაქტერიები) ხვდება შარდსადენი მილის სანათურში და შარდის ბუშტში ე.წ. ახალდაქორწინებულთა ცისტიტი).
ცისტიტი დაორსულებას ხელს არ უშლის, მაგრამ შარდის ბუშტის ანთებისას არ არის სასურველი . უმჯობესია საფუძვლიანი მკურნალობა ჩაიტაროთ ორსულობამდე, რადგან ორსულობის პერიოდში ვერ ჩატარდება სრულყოფილი მკურნალობა.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად