რამდენიმე დღეა მაწუხებს ყელის უკანა ლორწო, ხრინწი... | გასტროენტეროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გასტროენტეროლოგია
14-04-2015

-გამარჯობათ, რამდენიმე დღეა მაწუხებს ყელის უკანა ლორწო, ხრინწი, მგონია რო ყელს უკან რაღაცა მაქ გაჩხერილი, ცხვირის ლორწოც მაქვს ასევე ყლაპვის გაძნელება, მაწუხებს ხშირი ბოყინი, რომელსაც ვერაფრით ვერ ვშველი. ყელი არ მაქვს წითელი და არ ვარ გაციებული, მგონია რომ მაქვს მჟავიანობა, მიუხედავად იმისა რომ არ მაქვს წვა მკერდის არეში. მგონია რომ მჟავიანობა (რომელსაც ვერ ვაკონტროლებ) მიზიანებს უკნიდან ყელს. ამ დღეებში სანამ მჟავიანობა დამეწყებოდა მაწუხებდა კუჭი, გასტროენტეროლოგმა ენდოსკოპიით გამოიკვლია რომ კუჭში საჭმელი დიდხანს ჩერდება რაც მჟავიანობას იწვევს. დამინიშნა მკურნალობა მედიკამენტებით რამაც მუცელი მომირჩინა (ეს იყო თებერვალში). რაც შეეხება მჟავიანობას ის ახლა დამეწყო და მაინტერესებს როგორ და რომელი მედიკამენტებით შეიძლება მისი მორჩენა გარდა ლანსოპრაზოლისა. ვარ 17 წლის გოგონა.

პასუხი
-საიტიდან მკურნალობას ვერ დავნიშნავთ, თქვენ კვლავ უნდა მიმართოთ გასტროენტეროლოგს, დასაზუსტებელია დიაგნოზი, ამის შემდეგ განისაზღვრება მკურნალობის სქემა, აუცილებელი იქნება დიეტის დაცვა. თავი აარიდეთ გაზიან სასმელებსა და ისეთ საკვებს, როგორიც არის ლობიო, ბარდა, კომბოსტო. ერიდეთ მჟავა რეაქციის საკვებს - ციტრუსებს, პომიდორს, ძმარს, კეტჩუპს, მდოგვს.
მიირთვით უპირატესად ვეგეტარიანული და უცხიმო საკვები. მაქსიმალურად ერიდეთ შოკოლადს, მენთოლს, ალკოჰოლიან და კოფეინიან სასმელებს (მათ შორის - კოლა, ჩაი, ყავა მიირთვით ხშირად და მცირე ულუფებით.
მიირთვით ნელა, ნუ აჩქარდებით ჭამის დროს. ნურაფერს შეჭამთ ძილის წინ, უბრალო სასუსნავსაც კი.
ეცადეთ, ბოლოს საკვები დაწოლამდე, სულ ცოტა, 3 საათით ადრე მიიღოთ.
ინფორმაციისთვის! შემაწუხებელ ბოყინს იწვევს კარდიოსპაზმი(საყლაპავის ნერვკუნთოვანი აპარატის დაავადებაა) ან საყლაპავის აქალაზია(საყლაპავის კედლის ტონუსის მოშლა), დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი ან კარდიული სფინქტერის უკმარისობა (გასტროეზოფაგური რეფლუქსი), კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, გასტრიტი, დუოდენიტი, დუოდენოსპაზმი ან დუოდენოსტაზი, კენჭოვანი ან უკენჭო ქოლეცისტიტი, ნეიროვეგეტატიური დისტონია, ენტერიტი, კოლიტი, ქრონიკული და მწვავე პანკრეატიტი.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ჰალვა, საზოგადოდ, აღმოსავლური ნუგბარის ერთ-ერთი სახეობაა,
ძვალი, როგორც ორგანო, მეტად მრავალფეროვან და სასიცოცხლოდ აუცილებელ ფუნქციებს ასრულებს:
დიეტა სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითების უმარტივესი საშუალებაა. ამგვარი დიეტის საფუძველი
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად