ვარ 15 წლის. ცხიმიანი კანი მაქვს. სახეზე მაქვს გამ... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

08-04-2015

-ვარ 15 წლის. ცხიმიანი კანი მაქვს. სახეზე მაქვს გამონაყარი, ცხვირზე შავი წერტილები და ოდნავ მექერცლება. გონაყარისთვის ვხმარობ ლევომიცეტინის ხსნარს და სინტომიცინის მაზს. იქნებ მირჩიოთ როგორ მოვუარო კანს? და შავი წერტილების მოსაშორებლად სადღაც თვალი მოვკარი საპონი გახეხეთ და მარილი დააყარეთო. იქნებ დამიზუსტოთ ეს ინფორმაცია და ექნება შედეგი?

პასუხი
-როგორც ჩანს, საქმე გვაქვს ვულგარულ ფერიმჭამელასთან. იგი არის ქრონიკული დაავადება, რომელიც, როგორც წესი, სებორეის ფონზე აღმოცენდება და ლოკალიზდება სახის, გულმკერდისა და ზურგის კანზე. დაავადებას ახასიათებს რეციდივები. ვულგარული ფერიმჭამელის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს გენეტიკური ფაქტორები, ცხიმოვანი ჯირკვლების პათოლოგიური ფუნქციონირება (ეს თქვენ შემხვევაში მნიშვნელოვანია, რადგან ცხიმიანი კანი გაქვთ), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის მოშლა, ორგანიზმში ჩირქვანი კერის არსებობა (ჩირქოვანი ანგინა) და სხვა. მკურნალობა ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს, მიმართავენ ზოგად თერაპიას, გარეგან და იმუნომასტიმულირებელ პრეპარატებს, ფიზიოთერაპიულ პროცედურებს.
დიდი მნიშვნელობა ენიჭება კანის სწორად მოვლას: სახე დაიბანეთ გადადუღებული წყლით (უსაპნოდ), შემდეგ გაიწმინდეთ უსპირტო ლოსიონით, მოგცემთ კიდევ ერთ რჩვევას: სახის კანი ჯერ დერმასეპტით გაიწმინდეთ, შემდეგ თითოეული ელემენტი თეთრი კასტელანით დაიმუშავეთ, თუ კვანძები გექნებათ, მაშინ გამოიყენეთ ზინერიტის სუსპენზია (შეიცავს ერითრომიცინს და თუთიას), მაგრამ მხოლოდ კვანძებზე წაისვით (მთელ კანზე - არა), ასეთი მკურნალობა ჩაიტარეთ 10 დღის განმავლობაში. შემდეგი 10 დღის განმავლობაში გამოიყენეთ კურიოზინი-გელი 2-ჯერ დღეში.
გარდა ამისა, აუცილებლად დაიცავით დიეტა - შეზღუდეთ ნახშირწყლების მოხმარება. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა დაითესოს ჩირქი ფლორაზე და მგრძნობელობაზე, უნდა გამოიკვლიოთ კუჭ-ნაწლავისა და ყელის მდგომარეობა.
ხშირად ჩირქოვანი გამონაყარის მიზეზი ორგანიზმში არსებული ჩირქოვანი კერაა და თუ არ მოხდა ამ კერის ლიკვიდაცია, ადგილობრივი მკურნალბით გამქრალი ფერიმჭამელები კვლავ გაგიჩნდებათ. შავი წრეტილების მოსაშორებლად შავი წერტილების მოსაშორებლად ყველაზე შედეგიანია კოსმეტოლოგთან ვიზიტი და სახის გაწმენდა. სახის გაწმენდის შემდეგ კოსმეტოლოგები ზრუნავენ ფორების შევიწროვებაზე, რათა გაფართოებული არ დარჩეს ფორები და მასში ჭუჭყი ადვილად არ ჩაჯდეს.
სახლის პირობებში კი შავი წერტილების მოშორების რამდენიმე მეთოდი არსებობს.
მეთოდი 1- თმები გადაიწიეთ შუბლიდან, გაწმენდის დროს ხელი რომ არ შეგიშალოთ. გაიკეთეთ სახეზე კანის გამახურებელი კომპრესი (ბალახების ცხელ (მაგრამ კანი არ უნდა დაგწვათ) ნაყენში დასველებული ნაჭრით). თუ კანი ძალიან მგრძნობიარე და მშრალი გაქვთ, მაშინ საჭიროა ცხიმის (ზეითუნის ზეთის) ნიღბის გაკეთება. აიღეთ ორი ფინჯანი. ერთზე დააყარეთ ჩაის კოვზი "ექსტრა" (თანაც გაცრილი) მარილი, მეორეზე დაასხით ცხელი წყალი, ან 3%-იანი წყალბადის ზეჟანგი. ბამბის ტამპონი გაახვიეთ მარლაში, დაასველეთ წყალში (ან წყალბადის ზეჟანგში) , შემდეგ ამოავლეთ მარილში და წრიული მოძრაობით გაიწმინდეთ კანი იმ ადგილებში სადაც შავი წერტილები გაქვთ 2-3 წუთის განმავლობაში. თუ შეიგრძნობთ წვას, მაშინ სახე ჩამოიბანეთ ჯერ ცხელი, შემდეგ ცივი წყლით. გააკეთეთ 2-3 დღიანი შესვენება. თუ წვა აღარ გექნებათ, მაშინ პროცედურის გაგრძელება შეგიძლიათ. განმეორებითი წმენდა უნდა ჩატარდეს 2-3 კვირის შემდეგ.
მეთოდი 2- ერთ ჭიქა საპნიან წყალში გახსენით 1/2 ჩაის კოვზი "ექსტრა" მარილი. დაასველეთ ამ ხსნარში ბამბის ტამპონი და წრიული მოძრაობით გაიწმინდეთ კანი იმ ადგილებში, სადაც შავი წერტილები გაქვთ 2-3 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ სახე ჩამოიბანეთ ჯერ ცხელი, შემდეგ -ცივი წყლით.
მეთოდი 3- შავ წერტილებს ასევე აშორებს კანის ბურღულით ჩამობანა. შვრიის ბურღული დაფქვით ყავის საფქვავში. 1 ჭიქა შვრიას დაუმატეთ 1 ჩ.კ. საჭმელი სოდა, კარგად აურიეთ და შეინახეთ მინის ქილაში. ჩამოსაბანად დაგჭირდებათ ამ ნარევის 1 ს.კ. რომელსაც უმატებთ თბილ წყალს ისე, რომ მიიღოთ მოსქელო ფაფა და წაისვით პრობლემურ ადგილებზე, როცა ეს მასა შეგაშრებათ, ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად