კიდევ ერთი რამ მაინტერესებს გმადლობთ,ფოლიკული ყოვ... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

07-04-2015

- კიდევ ერთი რამ მაინტერესებს გმადლობთ,ფოლიკული ყოველ თვეში სკდება?და სწორედ ეს აძლევს საშუალებას რომ მენსტრუაცია მოუვიდეს ქალს?ფოლიკული რომ არ გასკდეს მენსტრუაცია არ ექნება?მე მაინტერესებს რა კავშირშია ფოლიკული მენსტრუაციის მოსვლასთან და განაყოფიერებასთან ძალიან გთხოვთ სრულყოფილად ამიხსენით.

პასუხი
- ფოლიკული შეიძლება არ გასკდეს, მაგრამ მენსტრუალური ციკლი წამოვიდეს. ფოლიკული თუ არ გასკდა, მაშასადამე კვერცხუჯრედი არ გამოვა და შესაბამისად მისი განაყოფიერებაც ვერ მოხდება და ორსულობაც არ დადგება.  რაც შეეხება მენსტრუალურ ციკლის მიმდინარეობას , მენსტრუალური ციკლი და საშუალოდ გრძელდება 28 დღე. თუ ციკლი 28 დღეზე ნაკლებია ან მეტი, მას შესაბამისად მოკლე ან ხანგრძლივი ციკლი ეწოდება. ყველაზე მოკლე ციკლის ნორმად ითვლება 25 დღიანი ხანგრძლივობა და ყველაზე ხანგრძლივის - 35 დღიანი მიმდინარეობა. ერთი ციკლი მკაცრად ოთხფაზიანია. მენსტრუალური ციკლის ფაზები: 
1. მენსტრუალური ფაზა - იწყება მენსტრუალური სისხლდენის დაწყებიდან და გრძელდება 3-6 დღე, ამ დროს საშვილოსნოს ზედა შრე გაუნაყოფიერებელ კვერცხუჯრედთან ერთად ჩამოიფცქვნება და გამოიყოფა სისხლდენის პარალელურად. საკვერცხეში მენსტრუალური სისხლდენის ბოლო დღეებში ტვინში სინთეზირებული ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონის ზეგავლენით იწყება რამოდენიმე ფოლიკულის ზომებში ზრდა (ამ პროცესამდე მათი ზომა 1მმ-ია). 
2. პროლიფერაციული (ფოლიკულური) ფაზა - იწყება მენსტრუალური სისხლდენის შეწყვეტისთანავე. გაზრდილი ფოლიკულებიდან მხოლოდ ერთი განაგრძობს ზრდას და აღწევს 15 მმ, მას დომინანტი ფოლიკული ეწოდება. მენსტრუალური ციკლის პირველი დღიდან თუ ავითვლით, დომინანტი ფოლიკული გამოიკვეთება მე-7 დღისთვის (საშუალოდ). ამის შემდეგ ფოლიკული იზრდება დღეში საშუალოდ 2-3 მმ-ით და შემდეგი, ოვულაციის, ფაზის დაწყებამდე ის 18-24 მმ-ია. საშვილოსნოში ქალის ძირითადი ჰორმონის (ესტროგენის)ზემოქმედებით სტიმულირდება ლორწოვანი გარსის "განახლება". ამასთანავე, საშვილოსნოს ყელის ლორწო იძენს სპერმის მიმართ "მტრულ" თვისებებს. ეს ფაზა ყველაზე ინდივიდუალური ხანგრძლივობით ხასიათდება. სტრესები, "გაცივება" და სხვა მავნე ფაქტორები, იწვევენ რა ამ ფაზის გახანგრძლივებას, ახანგრძლივებენ ამით მთლიან მენსტრუალურ ციკლს. ფოლიკულური ფაზის დამთავრებას განაპირობებს ჰორმონების ჯგუფი, რომლებიც თანდათან ამცირებენ ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონის კონცენტრაციას. როდესაც ზემოთაღნიშნული ჰორმონი თითქმის ქრება, იწყება შემდეგი ფაზა. 
3. ოვულაციის ფაზა - იწყება მენსტრუალური ციკლის პირველი დღიდან მე -11 დღეს და გრძელდება სულ 3 დღე. ამ დროს გამომუშავდება მალუთეინიზირებელი ჰორმონი, რომლის ფონზე სკდება ფოლიკული და გასანაყოფიერებლად მომწიფებული კვერცხუჯრედი გამოდის გარეთ და ხვდება ფალოპის ლულებში, ის აქ "ელოდება" სპერმატოზოიდებს გასანაყოფიერებლად. ამ ეტაპზე კვერცხუჯრედი "ცოცხლობს" მხოლოდ 12-48 საათი, როდესაც სპერმა საშუალოდ 5 დღე. ეს არის ყველაზე "ნაყოფიერი" პერიოდი დასაორსულებლად. მალუთეინიძირებელი ჰორმონი ცვლის საშვილოსნოს ყელის ლორწოვანს-ზრდის მის მიმღებლობას სპერმის მიმართ. 
4. მალუთეინიზირებელი ფაზა -იწყება მენსტრუალური ციკლის მე-15 დღიდან და მისი ხანგრძლივობა ძალიან მუდმივია - 14-16 დღე. მალუთეინიზირებელი ჰორმონის გამოყოფა წყდება, ფოლიკული, რომელიც გასკდა და გამოყო კვერცხუჯრედი, გადაიქცევა "ყვითელ სხეულად" და იწყებს ჰორმონ პროგესტერონის გამომუშავებას. თუ ესტროგენის ფუნქცია იყო საშვილოსნოს ლორწოვანის განახლება, პროგესტერონის ფუნქციაა ლორწოვანის გასქელება და შეწოვის უნარიანობის გაზრდა: ლორწოვანი ხდება განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მიმართ მაღალმგრძნობიარე და მისი "გამოჩენისას" იწყებს მის იმპლანტირებას. ოვულაციიდან დაახლოებით 16დღე ქალის ორგანიზმი "მოლოდინის რეჟიმშია". 
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
19 აპრილი 2015 13:39
გმადლობთ ასეტი ვრცელი პასუხისათვის,კომენტარში გწერთ რადგან ავტომატურად მიპასუხოთ იმედია ნახავთ ამ წერილსაც,გასაგებია რაც მომწერეთ მაგრამ ანუ მე მაქვს 31 დღიანი ციკლი არვიცი როდის რა მოხდება და ეხოზე სიარულიც არ მინდა და როგორ მოვიქცე როგრ გავიგო თუ ოვულაცია ხდება რამეს ვიგრძნობ?ეხლა მე 19 დღეა მოსვლიდან ,მაინტერესებს რატომ შეიძლება არ მოხდეს ფოლიკულის გასკდომა ყოველ თვე
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად