, მინდა ჩემი პრობლემის შესახებ მოგიყვეთ ესეთი გრძ... | ფსიქონევროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2021
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქონევროლოგია

კატეგორია - ფსიქონევროლოგია

01-04-2015

-გამარჯობა , მინდა ჩემი პრობლემის შესახებ მოგიყვეთ ესეთი გრძნობა მაქვს რომ არასოდეს არაფერი არ გამომივა ვერაფერს ვერ ვისწავლი ძან სკეპტიკურათ ვარ საკუთარი თავის მიმართ განწყობილი ვერაფერში ვერ ვენდობი პასუხისმგებლობის აღება მიჭირს სუ მგონია რომ არაფერი გამომივა და შიში მაქვს და დაბნეულობა ამასთანავე ძალიან უნებისყოფო ვარ ვერაფერს გულს ვერ უდებ ვერცერთ საქმეს ეხლა ვმუშაობ და რაღაც სამსახურში მისვლა მეზიზღება აი ძალიან მარტივ რაღაცას რომ დამავალებენ ისე ვიბნევი თითქოს ურთულესი საქმე მებარა და რამოდენიმე ხნის შემდეგ ვფიქრობ ეს როგორ ვერ შევასრულე კარგათთქო ძალიან ხშირათ მეცვლება აზრი ხან რა მინდა და ხან რა რამეს ვიწყებ ვერფერი ბოლომდე ვერ მივიყვანე იქნებ დამეხმაროთ დიდი მადლობა წინასწარ ნიკუშა 24 წლის

პასუხი
-რამდენიმე რჩევას მოგცემთ, რომელიც დაგეხმარებათ, გახდეთ უფრო თავდაჯერებული:
1. პირველ რიგში აუცილებელია, რომ ისწავლოთ საკუთარი თავის მიმართ კეთილად მოქცევა. შეიყვარეთ საკუთარი თავი.
2. მიიღეთ საკუთარი თავი ისეთი როგორიც ხართ. შეიძლება სხვები რაღაცით ა გჯობდნენ თქვენ, მაგრამ არა ყველაფრით. თქვენც გაქვთ ბევრი ისეთი რამ, რითიც შეგიძლიათ იამაყოთ და დააფასოთ. შეეცადეთ იყოთ გულახდილი საკუთარ თავთან და ასევე გარშემომყოფებთან. ადეკვატურად შეაფასეთ თქვენი ძალები, ძლიერი და სუსტი მხარეები, ასევე ნაკლოვანებები. იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი განუყოფელი ნაწილი თქვენი პიროვნების, როგორც დადებითი ასევე უარყოფითი.
3. ჩამოწერეთ მცირე ზომის ქაღალდზე თქვენი მთავარი ღირსებები და თან ატარეთ ეს ფურცელი. როდესაც თქვენ შემოგიტევთ თავდაუჯერებლობის განცდა, როცა თქვენი თვითშეფასების დონე დაეცემა, გადაიკითხეთ ეს სია და თქვენ უკეთ გახდებით.
4. ყურადღება მიაქციეთ, თუ როგორ იქცევიან თავდაჯერებული ადამიანები თქვენი სანაცნობო წრიდან. როდესაც იქნებით მარტო შეეცადეთ, წაივარჯიშოთ თქვენს სიარულის მანერაზე, ქცევებზე, გამოხედვაზე, ხმის ტემბრზე. არ არის აუცილებელი ვინმე კონკრეტულ ადამიანს მიბაძოთ, შეიძლება რომელიმეს ლაპარაკის მანერა მოგეწონოთ, მეორის სიარულის მანერა, მესამის თუ როგორ უჭირავს თავი და ასე შემდეგ, ჯამში აიღეთ საუკეთესო და გააერთიანეთ თქვენში.
5. შეეცადეთ გაუკეთოთ რაც შეიძლება მეტი სიკეთე. დაეხმარეთ გაჭირვებულებს. ადამიანი, რომელიც ეხმარება სხვებს და აკეთებს სიკეთეს, ის უფრო იწყებს საკუთარი თავის დაფასებას. სხვების დახმარებით თქვენ რეალურად საკუთარ თავს ეხმარებით.
6. მიიღეთ ცხოვრება მისი მრავალფეროვნებებით. მშვიდად მიუდექით ყველა აღმასვლებსა და დაღმასვლებს, პრობლემებსა და არასასურველ სიტუაციებს. შეაფასეთ რთული სიტუცია რთულად მაგრამ აუცილებლად იპოვეთ გზა მისგან თავდასაღწევად. ნუ ჩავარდებით პანიკაში, გამოსავალი სულ არსებობს. გახსნილად დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია და გრძნობები რომლითაც იცავთ საკუთარ სიმართლეს.
7. შეეჩვიეთ, რომ დაისახოთ პატარ-პატარა მიზნები და გეგმები რომლებსაც აუცილებლად შეასრულებთ და მიაღწევთ. დროდადრო კი გაართულეთ და გაასერიოზულეთ. პატარა რამის გაკეთებაც კი როდესაც იდეალურ შედეგს ღებულობთ, გეხმარება თვითშეფასების ამაღლებაში.
8. გაიღიმეთ ხშირად. სიცილი სასარგებლოა თქვენი შინაგანი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ასევე ჯანმრთელობისათვის. არ გაუშვათ ხელიდან მომენტი, ხანდახან საკუთარ თავზეც გაიცინეთ ხოლმე თუ რომელიმე ადამიანი, ან რომელიმე საზოგადოება გთრგუნავთ და ნერვებს გიშლიან.
რაც შეეხება სიზარმაცს, ადმიანის ზარმაცობის საფუძველი არის მიზანდასახულობის არარსებობა. უნდა დაისახოთ მიხანი ნებისმიერ საქმეში და აუცილებლად მიზდიოთ მას.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
უახლესი ლაზერული აპარატით,რომელიც კლინიკა "ახალმა მზერამ" მიიღო გრანტის წესით, შესაძლებელია გლაუკომის სკრინინგი,
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად