, იქნებ მითხრათ ჯანჯაფილის დადებითი და უარყოფითი თ... | სამკურნალო მცენარეები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - სამკურნალო მცენარეები
31-03-2015

-გამარჯობა, იქნებ მითხრათ ჯანჯაფილის დადებითი და უარყოფითი თვისებები, და რეცეპტიც თუ როგორ ჯობია დავლიო....ინტერნეტში სულ სხვადასხვა რამ წერია და დავიბენი თორემ თქვენ არ შეგაწუხებდით, მე თქვენ გენდობით დააა მირჩევნია თქვენი რჩევის და მიხედვვით მოვიქცე...:*

პასუხი
-კოჭას(ჯანჯაფილი) უკუჩვენებები: კუჭის და თორმეტგოჯას წყლული, საყლაპავის რეფლუქსი, დივერტიკულიტი, კენჭები ნაღვლის ბუშტში, მაღალი ცხელება, ორსულობა (მეორე ნახევარი), ძუძუთი კვება. დოზის გადამეტებამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება, დიარეა, ალერგია. მიუხედავად იმისა, რომ კოჭას აქვს ნაღველმდენი მოქმედება, არ არის გამორიცხული გამოიწვიოს ანთებითი პროცესის გამწვავება, ამიტომ არ არის სასურველი მისი მიღება ნაღვლის ბუშტის პათოლოგიებისას.
საღამოს საათებში არ ღებულობენ, რადგან აქვს მატონიზებელი მოქმედება და აფხიზლებს. კოჭა საუკეთესო გამწმენდი თვისებებით გამოირჩევა. ეხმარება თირკმელებსა და სისხლს წიდებისა და ტოქსინებისაგან გათავისუფლებაში. ხელს უწყობს კუჭის წვენის გამოყოფას და საჭმლის სწრაფ გადამუშავებას.
- ჯანჯაფილი ხელს უშლის თრომბოციტების აგრეგაციას და ამით ხელს უშლის სისხლში თრომბების წარმოქმას.
ჯანჯაფილი გამოიყენება წონაში დასაკლებად როგორც დამხმარე საშუალება.
ჯანჯაფილის ჩაის მომზადება - 1 ჩ/კ ჯანჯაფილის (იმბირს) ფესვებს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დაამატეთ 1 ჩ/კ თაფლი და ლიმონის პატარა ნაჭერი. ჩაი დალიეთ ჭამის წინ.
ან კიდევ
თხლად ჭრიან კოჭას ფესვს, 1 ჩ/კ კოჭას ფესვებს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და ადუღებენ 15 წთ. გაგრილებულ სასმელს უმატებემ თაფლს და ლიმონს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად