ვარ 30 წლის,ქალიშვილი, მენსტრუაცია მაქვს 2-3 თვეში... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

30-03-2015

-ვარ 30 წლის,ქალიშვილი, მენსტრუაცია მაქვს 2-3 თვეში ერთჯერ,მოსვლის დღიდან ასე მაქვს, (15 წლიდან). ვიყავი ექიმთან, მითხრა რომ არ მაქვს არანაირი პრობლემა,დარეგულირებისთვის დამინიშნა წამლები, 3 თვიანი კურსი, ყოველდღე უნდა დამელია, ამ პერიოდში ყოველი თვის ერთიდაიგივე რიცხვში მქონდა მენსტრუაცია, შემდეგ 3 თვე რაღაც ნემსს ვიკეთებდი, მაშინაც მქონდა სამივე თვის ერთიდაიგივე რიცხვში, მოკლედ, თუ ვღებულობ წამალს მომდის ნორმალურად, თუარადა 2-3 თვეში ერთხელ (7 დღიანი), წამლებმა გამიღიზიანა კუჭიც და მივატოვე, პირადად მე არაფერი მაწუხებს, მაინტერესებს რისი ბრალია და რა უნდა გავაკეთო, ვის მივმართო?რამდენად სერიოზულია ეს ყველაფერი?რამდენად მისაღებია ამდენი წამლის დალევა? დღეში 10 ტაბლეტის დალევა მიწევდა, რაც მგონი არ უნდა იყოს მისაღები,მირჩიეთ რამე, გთხოვთ:)

პასუხი
-თქვენს პრობლემას სამედიცინო ენაზე ჰქვია ოლიგომენორეა, რასაც აუცილებლად ექნება მიზეზი. მიზეზი საკმაოდ ხშირად არის საკვერცეების დისფუნქცია, მაგალითად საკვერცხეების პოლიკისტოზი. მარტივად რომ აგიხსნათ, ამ დროს ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ჰორმონი არ არის საკმარისი ქალის სასქესო ორგანოების ნორმალური მუშაობისთვის. პოლიკისტოზის დიაგნოზი ისმება ექოსკოპიური და ჰორმონალური კვლევის საფიძველზე.  მკურნალობა იწყება კონსერვატიული მეთოდით (მედიკამენტოზებით), თუ შედეგი ვერ იქნა მირებული, მაშინ დება ოპერაციული მკურნალობის საკითხი.
შეიძლება ოლიგომენორეას ჰქონდეს მეორეული ხასიათი (თქვენს შემთხვევაში ეს პრაქტიკულად გამორიცხულია, რადგან ამბობთ, რომ თავიდანვე ასეთი ხანგრძლივობის მენსტრუალური ციკლი გქონდათ). მაგალითად, აბორტი, მკაცრი დიეტებით ორგანიზმის გამოფიტვა, ძლიერი ფიზიკური გადაღლა ან ძლიერი სტრესი და ა.შ.
თქვენ აუცილებლად კვლავ უნდა მიმართოთ რეპროდუქტოლოგს
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
19 აპრილი 2015 00:27
თუ შეგიძლიათ მომწეროთ ამ მეილზე n.mchedlidzee@gmail.com ჩემი დასმული კითხვის პასუხის გამცემის რეკვიზიტები, რათა დავუკავშირდე კონსულტაციისთვის,თუ თქვენ არ ღებულობთ ჩემნაირ პაციენტებს, მაშინ ვინმე რეპროდუქტოლოგის საკონტაქტო მონაცემები, გთხოვთ ძალიან. ოლიგომენორეა-ზე ინფორმაცია მოვიძიე ინტერნეტში და ზუსტად ეგ ჩივილები მაქვს რც იქ წავიკითხე. თქვენსავით ზუსტად ვერავინ ვერ დამისვა დიაგნოზი, თუ რისი ბრალი შეიძლება ყოფილიყო ჩემი პრობლემა,გთხოვთ მირჩიეთ ვინმე, თქვენ იმედი ჩამისახეთ , მადლობა წინასწარ ულევიიიი. გაიხარეთ.
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად