მოგესალმებით. გთხოვთ იქნება დამეხმაროთ 28 კვირის ო... | ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორსულობა

კატეგორია - ორსულობა

25-03-2015

-მოგესალმებით. გთხოვთ იქნება დამეხმაროთ 28 კვირის ორსული ვარ, 21 კვირიდან ბავშვის მოძრაობას ვგრძნობდი კარგად მირტყამდა :) ბოლო 10 დღეა ვეღარ ვგრძნობ ვერც მოძრაობას და აღარც მირტყავს, პირველ დღეს როდესაც შევამჩნიე რომ არ მირტყავდა ვინერვიულე და მეორე დღეს გავიკეთე ექსკოპია მითხრეს რომ კარგად არის დაანებე თავი მშვენიერი ბავშვიაო დაწყნარებული წამოვედი მაგრამ მაინც ვერ ვისვენებ იმდენად წყნარადაა ისევ ნერვიულობა დამეწყო თან არ მინდა ამდენი ექოსკოპიის კეთება მოკლედ არ ვიცი რა ვქნა ის მაინც მითხარით იქნება ნორმალურია ეს მდგომარეობა ან რა გავაკეთო?? კონსულტაციის ექიმს რომ ვუთხარი ასე მიპასუხა "სულ მოძრაობა და ამორტყმა შენ რა გგონია კარგიაო? "მეტი არაფერი უთქვამს...გოგოს ველოდები ფეხმძიმობა კარგი მაქვს ანალიზებიც კარგი მაქვს ერთი ეს მაწუხებს რატომ აღარ მირტყავს

პასუხი
-ნაყოფის მოძრაობა უფრო მკვეთრად შეიგრძნობა ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ყოფნის დროს, ღამით. თუ ექოსკოპიურად ყველაფერი ნორმაშია, შესაბამისად ნაყოფსაც არაფერი უჭირს და არ არის აუცილებელი მოძრაობაზე აქცენტირება, რადგან ნაყოფის მოძრაობითი აქტივობა დედის მიერ საკმაოდ სუბიექტურად შეიგრძნობა.
დამატებით ინფორმაციას გაეცანით ბმულზე
http://www.mkurnali.ge/kitxva-pasuxi.html?view=question&id=25782
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად