, ძალიან გთხოვთ მირჩიეთ რამე.. გავცივდი, ყელი მეწვ... | ყელი, ყური, ცხვირი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ყელი, ყური, ცხვირი

კატეგორია - ყელი, ყური, ცხვირი

19-03-2015

-გამარჯობა, ძალიან გთხოვთ მირჩიეთ რამე.. გავცივდი, ყელი მეწვის, ცხვირიდან გამონადენი მაქვს ჩვეულებრივად, ხანდახან თავის ტკივილებიც მაქვს, ენერგია დაცლილი,მოთენთილი ვარ ხოლმე,ამ ყველაფერთან ერთად ყური მაქვს დაგუბებული უკვე მესამე დღეა,და გემოს შეგრძნება დავკარგე, ვერც არომატს ვიგებ და ვერც საჭმლის გემოს. ალბათ გაციებამ გამოიწვია,მაგრამ რა გავაკეთო რას მირჩევთ?იმის გარდა რომ ყელ-ყურის ექიმთან მივიდე, მე თვითონ თუ შემიძლია რაიმე? აი ყველაზე მეტად მაწუხებს ყურის დაგუბება და გემოს დაკარგვა. გაცივების შემდეგ გამივლის ეს ყველაფერი? უკვე 6 დღეა გაციებული ვარ..

პასუხი
-ეს ჩივილი დაკავშირებულია რესპირატორულ ინფექციასთან დაუფრო ხშირად გაივლის ხოლმე გამოჯანმრთელების შემდეგ, მაგრამ სასურველია დროულად მიმართვა ყელ–ყურ–ცხვირის ექიმთან, რათა თავი დაიცვათ შესაძლო გართულებებისგან, არ არის გამორიცხული შუა ყური, ცხვირის ახლო წიაღები - სინუსები ჩაერთოს პროცესში.
ყურის დაგუბებამ 10 დღეში ან მაქსიმუმ ორ კვირაში უნდა გაგიაროთ, თუ ასე არ მოხდა არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი.
(გაიკეთეთ ყელში გამოვლება - სალბის, გვირილის, კრაზანას ნახარში; ეფექტურია ორთქლის ინჰალაცია- კარტოფილი კანიანად მოხარშეთ, ჩაამატეთ ევკალიპტის ფოთლები, კიდევ 2-3 წუთს დატოვეთ ცეცხლზე, შემდეგ გადმოდგით, გადაიფარეთ თავზე პირსახოცი და 5-7 წუთი ისუნთქეთ ნახარშის ორთქლი. უშუალოდ პროცედურის წინ შეგიძლიათ ჩააწვეთოთ სოჭის ზეთი ან შეგიძლიათ, ცხელ წყალში ევკალიპტისა და მენთოლის წვეთები ჩააწვეთოთ - მათ აქვთ ანთების საწინააღმდეგო მოქმედება და შესამჩნევად აუმჯობესებენ სუნთქვას. მიიღეთ ბევრი სითხე - თუ არ გაქვთ ალერგია თაფლზე, ჟოლოსა და ლიმონზე, ურიგო არ იქნება, თუ ხშირ-ხშირად დალევთ თაფლიან, ჟოლოსმურაბიან ან ლიმონიან ჩაის, ღამით კი - თაფლით დამტკბარ ვაშლის ნახარში.)
კომენტარები
22 მარტი 2015 23:19
გამარჯობათ მაქვს ყურის შიგნით ინტენსიური ქავილი და გამომდის სითხე,მქონდა შუა ყურის ანთება და მას შემდეგ მაწუხებს ეს პრობლემა,ხომ ვერ მირჩევდით რა ვქნა?მადლობთ წინასწარ
22 მარტი 2015 23:17
გამარჯობათ, მაინტერესებს რამდენად საშიშია ჯანმრთელობისთვის ამიაკის სუნთქვა, თითქმის ყოველდღიურად დღის მანძილზე ხანგრძლივი დროით და ხომ არ შეუძლია ამ ფაქტს სიმსივნის დაავადების პროვოცირება
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად