რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობა. ვარ 4 თვის გათხოვილი. მენსტრუაცია გადამიცდა უკვე მე-9 დღეა. გადაცდენიდან მეორე დღეს გავიკეთე ბბ ტესტი და მეორე ხაზი,მართალია ძალიან მკრთალი, მაგრამ გამოჩნდა. გადაცდენიდან მე-5 დღესაც გავიკეთე იგივე ტესტი და ამჯერად არ მიჩვენა მეორე ხაზი. დღეს დილითაც, ანუ გადაცდენიდან მე-9 დღესაც გავიკეთე ჩვეულებრივი ტესტი და არც იმან მიჩვენა. იმის გამო რომ პირველმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა, შეიძლება რომ ოსრულად ვიყო? თუ არა მაშინ ამდენდღიანი გადაცდენა რას შეიძლება ნიშნავდეს და დაველოდო კიდევ რამდენიმე დღე და კიდევ ჩავიტარო ტესტი თუ სასწარფოდ მივიდე გინეკოლოგთან? გაციებით არ გავციებულვარ. წინა თვეში ექოსკოპისტმა მითხრა სითხეს ვხედავ საკვერცხესთანო და ან ანთებაა ან რამე ინფექციაო. ექიმმა ანტიბიოტიკი დამინიშნა ვსვამდი და შეიძლება მაგისი ბრალი იყოს გადაცდენა? უღრმესი მადლობა წინასწარ.
პასუხი
- ცრუ დადებითი ტესტის მიზეზი შეიძლება იყოს ტესტის შესრულების წესის დარღვევა, ტესტი კეთდება დილის შარდში და უმჯობესია გაკეთდეს მენსტრუაციის გადაცდენიდან 1კვირის შემდეგ. რადგან უკვე 9 დღე გადაგიცდათ, სცადეთ რამდენიმე სხვადასხვა მწარმოებლის ტესტის გაკეთება და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში მიმართეთ გინეკოლოგს გადაცდენის მიზეზის დასადგენად.