მოგესალმებით, ჩემს პატარას რომელიც 3 წლის ხდება ე... | ბავშვთა ინფექციები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვთა ინფექციები
10-03-2015

-მოგესალმებით, ჩემს პატარას რომელიც 3 წლის ხდება ექიმმა ჭია ყავსო, თუმცა ანალიზით არ დადასტურებულა ეს ფაქტი. უბრალოდ პირში სუნისა და ნამეტანი სიგამხდრის გამო გამოიტანა ეს დასკვნა, დაგვინიშნა ჰელმადოლი თითო აბი სამი დღის მანძილზე და ორი კვირის შემდეგ იგივე. იქნებ მითხრათ ვენდო თუ არა ამ დიაგნოზს და რამ შეიძლება გამოიწვიოს ჭია? მადლობა

პასუხი
-ამ მდგომარეობის ერთერთი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ჭიებით ინვაზია, შეგიძლიათ მიმართოთ პარაზიტოლოგიის ინსტიტუტს, დიაგნოსტიკისთვის საკმაოდ ინფორმაციულია პერიანალური ნაოჭებიდან აღებული ანაფხეკის გამოკვლევა კვერცხების აღმოსაჩენად. ანაფხეკის აღება ხდება დილით, დეფეკაციამდე, ხის ფითხით, ბამბის ტამპონით ან წებოვანი თასმით. აღებულ მასალას მიკროსკოპით აკვირდებიან. აუცილებელია ჩატარდეს მასალის სამჯერადი გამოკვლევა 3-5-დღიანი ინტერვალით.
რაც შეეხება ინფიცირების წყაროს, გადაცემა ხდება ფეკალურ-ორალური გზით, პარაზიტების კვერცხებით დაბინძურებული საკვების, ხელების საშუალებით. კვერცხები შეიძლება იყოს სათამაშოებზე, თეთრეულზე, ხალიჩაზე, აბაზანაში, ტუალეტში. არსებობს ინვაზიის მტვრისმიერი გზაც - მახვილას კვერცხები საკმაოდ მსუბუქია და შესაძლოა, ადამიანს ისინი მტვერთან ერთად გადაეყლაპოს. ენტერობიოზი ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება დაემართოს, მაგრამ არსებობს რისკჯგუფიც - 3-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვები. ენტერობიოზით ინვაზირებულ ადამიანს შესაძლოა განუვითარდეს რეინვაზია და ავტოინვაზია - განმეორებითი დაინფიცირება როგორც სხვა წყაროდან, ასევე საკუთარი თავისგან.
გირჩევთ გარდა ამ გამოკვლევისა, ბავშვს ჩაუტაროთ სისხლის საერთო ანალიზი და უნდა დათვალიერდეს ყელის მიდამო შესაძლო ტონზილიტის გამოვლენის მიზნით.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად