მოგესალმებით ვარ 10 კვირის ორსული იოდის დალევა სა... | ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორსულობა

კატეგორია - ორსულობა

10-03-2015

-მოგესალმებით ვარ 10 კვირის ორსული იოდის დალევა საპროფილაქტიკოდ რომელი კვირიდან არის აუცილებელი ან რა ანალიზი აჩვენებს ნაკლებობა თუ მაქვს? მადლობთ

პასუხი
-იოდის შემცველი პრეპარატის მიღების აუცილებლობას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს გინეკოლოგი და ენდოკრინოლოგი.
იოდის განსაზღვრა ხდება შარდში;  საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების გამოკვლევა, დიაგნოსტიკა ულტრაბგერითი კვლევით იწყება. ექოსკოპიური მაჩვენებლები წარმოდგენას გვიქმნის ჯირკვლის ზომასა და სტრუქტურაზე, ავლენს წარმონაქმნს - კვანძს, კისტას. მომდევნო ეტაპია ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობის შესწავლა. იმის გასარკვევად, მომატებული ან დაკლებული ხომ არ არის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია, აუცილებელია განისაზღვროს სისხლში მისი ჰორმონების კონცენტრაცია და შესაბამისი ანტისხეულები.
ინფორმაციულია შარდში იოდის განსაზღვრაც, რადგან ჯირკვალი ხშირად იოდდეფიციტის გამო დიდდება და პრობლემის მოგვარება მხოლოდ ამ ელემენტის მიწოდებას ძალუძს.
ფარისებრი ჯირკვლის სადიაგნოზო ჰორმონული კვლევებიდან ყველაზე მეტად არის გავრცელებული თირეოტროპული ჰორმონის (TSH) და პერიფერიული თავისუფალი თიროქსინის (FT4) გამოკვლევა.
აუტოიმუნურ თირეოიდიტზე ეჭვის შემთხვევაში განსაზღვრავენ ასევე სისხლში ანტისხეულების ტიტრს.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად