კითხვა-პასუხი - რჩევები მშობლებს - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
დეკემბერი 2018
კითხვა-პასუხი
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები მშობლებს
კატეგორია - რჩევები მშობლებს
10-03-2015
-ჩემს 5 თვის პატარას ხშირად სდის თვალიდან ცრემლი. თეთრი გარსი ოდნავ ჩაწითლებულია, ეს პრობლემა მუდმივად გვაქვს.ოფთალმოლოგმა მკითხა, რთული მშობიარობა ხომ არ გქონდაო, მართლაც რთულად ვიმშობიარე, პატარაც სიცხიანი დაიბადა...თუ შეიძლება გამარკვიეთ, მშობიარობის სირთულემ განაპირობა ბავშვის ოფთალმოლოგიური პრობლემა?რა ვადაშია შესაძლებელი პრობლემის აღმოფხვრა? მადლობთ
პასუხი
-ოფთალმოლოგის დიაგნოზი რა არის? ამ ასაკში ასეთი მდგომარეობა ხშირად დაკავშირებულია საცრემლე არხის გაუვალობასთან; ამ დროს საცრემლე პარკიდან ცრემლი ვერ გადადის საცრემლე არხით ცხვირის ღრუს მიმართულებით (რაც ფიზიოლოგიურად უნდა ხდებოდეს) და თვალიდან გადმოედინება. ეს მდგომარეობა მკურნალობას საჭიროებს, რადგან ცრემლის დინამიკის დარღვევა ინფიცირებისთვის კარგ ნიადაგს ქმნის და კონიუნქტივიტის განვითარების რისკ-ფაქტორს წარმოადგენს. საცრემლე არხის გამავლობის ნაწილობრივი დარღვევისას კონსერვატიული მკურნალობა იძლევა შედეგს, ხოლო სრული გაუვალობისას საჭირო ხდება არხის ზონდირება.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
07 დეკემბერი 2018
სითბო შიგნიდან უნდა მოდიოდეს. თუ აღინიშნება ვიტამინების, ენერგიის ნაკლებობა, სისხლძარღვებთან
03 დეკემბერი 2018
რეკლამის მიხედვით ჭურჭლის სარეცხი თანამედროვე საშუალებები კრემზე უკეთ ატენიანებს კანს და ამარაგებს
ტემპერატურის მომატება, სისუსტე, ხველა, ცხვირში სისველის შეგრძნება და შრომის უნარის დაქვეითება – მაინც რა არის
გაზიანი სასმელები ბევრს უყვარს. მაგალითად აშშ-ში თურმე ყოველი მეორე მცხოვრები ყოვედღიურად იყენებს
ასაკთან ერთად ჩვენი კუნთები კარგავს ტრავმის შემდგომ პერიოდში სწრაფად აღდგენის უნარს. მეცნიერებმა