. მაინტერესებს ცენტრალული და პერიფერიულ ვესტიბულოპ... | ნევროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ნევროლოგია

კატეგორია - ნევროლოგია

06-03-2015

-გამარჯობათ. მაინტერესებს ცენტრალული და პერიფერიულ ვესტიბულოპათიას შორის რა განმასხვავებელი სიმპტომებია როგორ უნდა განასხვაოთ?

პასუხი
- ვესტიბულური აპარატის დარღვევების ძირითადი გამოვლინებებია: თავბრუსხვევის შეგრძნება და თვალის კაკლის უნებლიე მოძრაობა – ნისტაგმი. გარდა ამისა, გვხვდება თანამდევი გამოვლინებებიც - გულისრევა, ღებინება, წონასწორობის დარღვევა, სხეულის ტემპერატურის დაქვეითება, სუნთქვის რიტმის, პულსის ცვლილება, არტერიული წნევის "თამაში", ოფლდენის გაძლიერება, სინათლეზე თვალის გუგების რეაქციის შეცვლა, სახისა და კისრის გაწითლება ან სიფითრე.
პერიფერიული თავბრუხვევა, როგორც წესი, შუა და შიგნითა ყურის, სმენისა და კარიბჭის ნერვის დაავადებების დროს ვლინდება;
ცენტრალური კი ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგიების დროს.
ცენტრალური თავბრუხვევა მკვეთრი იშვიათად არის, სამაგიეროდ, მუდმივი და პროგრესირებადია. იშვიათად ერთვის გულისრევა და ღებინება. პაციენტი სხვადასხვა მიმართულებით ეცემა. თვალების დახუჭვა და მზერის ფიქსაცია სიმპტომს არც აძლიერებს და არც ასუსტებს. ხშირია ტვინის დაზიანების ნიშნები.
პერიფერიული თავბრუხვევა, პირიქით, ძლიერი და მკვეთრია (ხშირად გულისრევა და ღებინებაც ახლავს თან), სამაგიეროდ, ხანმოკლე და გარდამავალი. უმეტესად ობიექტურია, მხოლოდ ერთ პოზიციაში ვლინდება, პაციენტი ყოველთვის ერთი (დაზიანების კერის) მიმართულებით ეცემა. თვალების დახუჭვა და მზერის ფიქსაცია თავბრუხვევას ასუსტებს. ხშირად თან სდევს სმენის დაქვეითება, ყურებში შუილი.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად