რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-ჩემს ბავშვს ერთი წლის ასაკში ამოსდის კბილები დგეს დილით ჭამის დროს აღებინა და ეს შეიძლება კბილების ბრალი იყოს? სხვა ჩივილები არ გვაქვს
პასუხი
-კბილების ამოსვლას ჩვეულებრივ თან არ ახლავს არც ღებინება და დიარეა, არც ტემპერატურის მატება, მაგრამ რადგან კბილების ამოჭრის პერიოდში ბავშვს ძლიერ ექავება ღრძილები, ამიტომ ცდილობს, ყველაფერი, რასაც ხელს წაატანს, პირში ჩაიდოს, რასაც არცთუ იშვიათად მოჰყვება პრობლემები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (დიარეა, პირღებინება). ბავშვი წრიალებს, ცუდად სძინავს, ცუდად ჭამს, რაც იმუნიტეტს ასუსტებს და ორგანიზმს სასუნთქი გზებისა თუ ნაწლავური ინფექციებისადმი მოწყვლადს ხდის. ამიტომ თქვენ დროულად უნდა მიმართოთ პედიატრს, საჭიროა ბავშვის გასინჯვა და მდგომარეობიდან გამომდინარე საჭირო ზომების მიღება.