! მაინტერსებს შეიძლება თუ არა 5 კილოს დაკლება 20 დ... | დიეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დიეტოლოგია

კატეგორია - დიეტოლოგია

02-03-2015

-გამარჯობა! მაინტერსებს შეიძლება თუ არა 5 კილოს დაკლება 20 დღეში.. ან და თუ შეიძლება ამ პერიოდში დამატებითი ვარჯიშებიც გავაკეთო??? ვარ 14 წლის სიმაღლეში ვარ 169 და ვარ 75 კილოგრამი.. კიდევ ერთი ძალიან მიყვარს ჭამის დროს წყლის დალევა არის თუ არა რეკომენდებული??? დიდი მადლობა წინასწარ.................

პასუხი
- ზოგადად წონის კლების ნორმალური ტემპია კვირაში 500 გრამის კლება, ასე რომ 5 კგ 10 კვირაში ანუ 2 თვენახევარში უნდა დაიკლოთ. წონის კლებისათვის აუცილებელია დაბალანსებული კვება (მითუმეტეს თქვენს ასაკში) და არა შიმშილი, ვარჯიში ან ფეხით სიარული. წყლის დალევა ერთგვარი ხერხია, რათა ამ დროს გაგიმძაფრდეთ სიმაძღრის შეგრძნება და სადილის შემდეგ აღარ გაგიჩნდეთ დესერტის ან რაიმე სხვა მაღალკალორიული პროდუქტის დამატებით მიღების სურვილი. ამაში ცუდი და ჯანმრთელობისათვის საზიანო ნამდვილად არაფერია.
თუმცა ასეთი რეკომენდაციებიც არის:
სპეციალისტები აუცილებლად მიიჩნევენ წყლის დალევას დილით, გაღვიძებისთანავე, საღამოს, ძილის წინ, აგრეთვე - ჭამამდე 20 წუთით ადრე.
თუ სადილზე ვაშლს, კიტრს მიირთმევთ ან ხილის ნატურალურ წვენს სვამთ, წყალი აუცილებელი არ არის.
• აუცილებელია წყლის დალევა მწარე, მლაშე, ცხარე და ცხიმიანი, მშრალი საკვების მიღების შემდეგ, თანაც ამ დროს ცხელი ან თბილი წყლის დალევა სჯობს.
• წვნიანი კერძის მირთმევის შემდეგ, თუ ძლიერ არ გწყურიათ, წყლის დალევა საჭირო არ არის.
რაც შეეხება ხილსა და ბოსტნეულს, მათი მირთმევიდან ნახევარი საათის განმავლობაში უმჯობესია წყალი არ დალიოთ.
1-2 საათით თავშეკავება გმართებთ სახამებლით მდიდარი საკვების მიღებისას, ცილოვანი საკვების მიღების შემდეგ კი 2-3 საათი მოგიწევთ წყურვილის მოთმენა.
კომენტარები
15 მარტი 2015 14:34
გამარჯობათ გასახდომად მირჩიეს ჯინჯერის იგივე ჯანჯაფილის ჩაი, შეიძლება მისი მიღება? და რამეს ხო არ მავნებს?
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად