!თქვენი დახმარება მჭირდება! მაქვს ასეთი პრობლემა ს... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

25-02-2015

-გამარჯობათ!თქვენი დახმარება მჭირდება! მაქვს ასეთი პრობლემა სიყვარულს ვერ გამოვხატავ,ვერანაირს. ვარ 20 წლის მამაკაცი და ამ დროის განმავლობაში სიტყვა მიყვარხარ არავისთვის მითქვამს არც ოჯახისწევრებისთვის,რა მჭირს არ ვიცი ვარ ძალიან თვითკრიტიკოსი,ძაან იშვიათად მომეწონოს საკუთარი თავი, ამას გარდა სხვა პრობლემაც მაქვს მაგრამ ამის თქმა არ მინდა.ამის გამო მემართება დეპრესია თქმითაც ვერავის ვეუბნები ამ პრობლემების შესახებ რადგან მცხვენია ბოლო ბოლო 20 წლის ვარ და ასეთ თემებზე საუბარი მართლაც სამარცხვინოა. იმის გამო რომ სულ უკმაყოფილო ვარ საკუთარი თავით მეგობრების ნკლებობასაც განვიცდი და შესაბამისად არ მყავს(შეიძლება არ მინდა) ისეთი მეგობარი ვისაც ჩემს პრობლემებზე ვესაუბრები.ზოგადად არ მინდა გოგოს გავუზიარო ჩემი პრობლემები იმიტო რომ ვფიქრობ ქალოია გამოვჩნდები მის თვალში(არ მინდოდა ამ სიტყვის გამოყენება მაგრამ შემ ვლელი ვერ მოვიფიქრე) და ამავე მიზეზით არ მინდა ბიჭს გავუზიარო(ვაიდა ამის შემდეგ არ მოუნდეს ჩემთან მეგობრობა ის ხიმ მაინც "ბიჭია") არ ვიცი რა ვქნა ვფიქრობ სამკურნალო ვარ და უნდა მივიდე ექიმთან , მაგრამ მიჭირს იმის აღიარება რომ მე ავადმყოფი ვარ....არ ვიცი გაიგეთ თუ არა რამე ჩემი ნაწერიდან ,მაგრამ გთხოვთ რამე მირჩიოთ ვის მივმართო ან რა გავაკეთო?

პასუხი
- ისე, რომ თქვენი გულისტკივილი მეგობარ-გოგოს ან ბიჭს გაუზიაროთ, სამარცხვინო სულაც არ არის, და ვერც პირველ შემთხვევაში რატომ უნდა იფიქრონ, რომ ხართ „ქალოია“ და ვერც მეორე შემთხვევაში - რატომ არ უნდა მოისურვოს ბიჭმა თქვენთან მეგობრობა ? ყოველი შემთვევისთვის შეგიძიათ დახმარებისთვის მიმართოთ ფსიქოლოგს ან ფსიქოთერაპევტს, რაც  სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ხართ ავადმყოფი. 
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად