, მაქვს საშინელი თმის ცვენა და ეს ბოლო ერთი თვეა ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

25-02-2015

-გამარჯობათ , მაქვს საშინელი თმის ცვენა და ეს ბოლო ერთი თვეა თმის ძირები (თავის კანი) მტკივა ისე რომ ხანდახან თმაზე შეხება დავარცხნა-დაბანა ძალიან უსიამოვნოა . რისი მიზეზი შეიძლება იყოს ეს? (აქვე დავამატებ რომ 5 თვის ბავშვი მყავს ძუძუთი კვებაზე და არც თმას არ ვიღებავ ხშირად) ძალიან გთხოვთ მომწერეთ პასუხი,გმადლობთ წინასწას

პასუხი
-თმის ძირების ტკივილისა და ცვენის მიზეზი შეიძლება იყოს ვარცხნილობა (გადაჭიმული, მოჭერილი თმა), თავის კანის სიმშრალე და ზოგიერთი კოსმეტიკური საშუალება, თავის კანისა და თმიანი საფარველის ინფექციები, ენდოკრინულ დარღვევები , ამიტომ გირჩევთ კონკრეტული მიზეზის დასადგენად ტრიქოლოგს მიმართოთ.
ტრიქოლოგი არის ექიმი, რომელიც ახდენს თმის და თავის კანის დაავადებათა კვალიფიციურ დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და პროფილაქტიკას.
ინფორმაციისთვის! მშობიარობის შემდეგ (დაახლოებით მე-8 კვირას) იწყება ხოლმე თმის ცვენა და მშობიარობიდან 7-8 თვის განმავლობაში ფიზიოლოგიურად ითვლება. ასეთ შემთხვევაში თმის ცვენა, ჩვეულებრივ, უმნიშვნელოა (და არა ძლიერი), თუმცა არ არის გამორიცხული, დამატებითმა ფაქტორებმა (სტრესმა, ქრონიკულმა დაღლილობამ, ანემიამ) გააძლიეროს. პროცესი იშვიათად არის შეუქცევადი - თმის ცვენა, წესისამებრ, რამდენიმე თვეში წყდება. როცა თმის ცვენა ძლიერია, რჩევაა პაციენტმა გაიკეთოთ ანალიზი სისხლში ფარისებრმასტიმულირებელი ჰორმონის (TSH) შემცველობის განსაზღვრის მიზნით, რათა გამოირიცხოს თმის ცვენის ყველაზე გავრცელებული მიზეზები, მაგრამ რადგან თქვენს შემთხვევაში თმის ცვენას, თმის ძირების ტკივილიც ახლავს, ამიტომ გირჩევთ სპეციალისტს მიმართოთ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად