, პირველ რიგში ძალიან გთხოვთ დროულად გამცეთ პასუხი... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

23-02-2015

-გამარჯობა, პირველ რიგში ძალიან გთხოვთ დროულად გამცეთ პასუხი ვინაიდან გარემოებებიდან გამომდინარე ვერ ვახერხებ ექიმთან წასვლას და ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება. მქონდა სექსუალური აქტი უვულაციამდე ერთი დღით და ოვულაციის პირველ დღეს. თავიდან მქონდა მუცელში შებერილობის შეგრძნება. დღეს არის აქტიდან 3-4 დღე და დამეწყო ხშირი შარდვის შეგრძნება და შარდვისას მაქვს უსიამოვნო შეგრძნება და თან ქაღადზე შევნიშნე ღია ფერის სისხლი. მერამდენეჯერ შევდივარ და შარდის ბუშტი მატყუებს ორ წვეთს ვშარდავ და ქაღალდზე ყოველ ჯერზე შეინიშნება ღია ფერის სისხლი. დამეხმარეთ რა რას შეიძლება ნიშნავდეს ორსულად ვარ თუ შეიძლება რაიმე სახის ინფექციაა?მადლობა წინასწარ

პასუხი
- შარდვის დროს წვა, ხშირი შარდვა სისხლის მინარევით მწვავე ცისტიტზე მიუთითებს, პარალელურად არის თუ არა ორსულობა ამ პერიოდისთვის ვერ გეტყვით, სავარაუდო ჩასახვიდან ერთი კვირის შემდეგ შეიძლება გაიკეთოთ სისხლის ანალიზი ორსულობის ჰორმონის, ქორიონული გონადოტროპინის, განსასაზღვრავად; რაც შეეხება ცისტიტს, ცისტიტის მიზეზი ქალებში უფრო ხშირად გინეკოლოგიური დაავადებებია, გირჩევთ მიმართოთ უროლოგს და/ან გინეკოლოგს, რადგან თუ მიზეზი არ იქნა დადგენილი პრობლემა პერიოდულად შეგახსენებთ თავს და გამორიცხული არ არის შემდეგომი გართულებებიც. ქრონიკული ცისტიტი პრობლემად გექცევთ.
აუცილებლია გაკეთდეს სისხლისა და შარდის საერთო ანალიზი, შარდის ბაქტერიოლოგიური ანალიზი, საშოს ნაცხის ანალიზი(ქალის შემთხვევაში). ასე განისაზღვრება გამომწვევი ბაქტერია, შემდეგ უნდა გაკეთდეს ბაქტერიის მგრძნობელობის დადგენა ანტიბიოტიკების მიმართ და ამის მიხედვით შეირჩეს ანტიბიოტიკი.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად