რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-მაინტერესებს ორსულებისთვის თუ შეიძლება ვარჯიში? ან რომ არ ვიცით ვართ თუ არა ორსულად და ვარჯიშობთ, რამე პრობლემას თუ გამოიწვევს?
პასუხი
-ვარჯიში და ცხოვრების ჯანსაღი წესი, დაორსულებას ხელს არ შეუშლის. მაგრამ თუ დაორსულების პრობლემა გაქვთ, მაშინ მიმართეთ რეპროდუქტოლოგს, და მიზეზიდან გამომდინარე გაირკვევა ზოგადად , საჭიროებთ თუ არა რაიმე სახის "აკრძალვებს". რაც შეეხება ორსულობის დროს ვარჯიშს, ორსულმა უნდა ივარჯიშოს - ფიზკულტურა სახლის პირობებში ყველა ორსულისთვის ხელმისაწვდომია. ის ხელს უწყობს ორგანოების სისხლმომარაგებას, კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ნაყოფის განვითარებაზე. მომავალი დედებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა ვარჯიშები, რომლებიც ავითარებს დიაფრაგმულ სუნთქვას, აძლიერებს მუცლისა და შორისის კუნთებს. ვარჯიშების კომპლექსს ნიშნავს ექიმი ორსულის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის, ორსულობის მიმდინარეობის, ფიზიკური ფორმისა და აქტიურობის ჩვეულებრივი დონის გათვალისწინებით.