. დილის ერექციის პრობლემა მაწუხებს ამ ბოლო დროს ხა... | უროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - უროლოგია

კატეგორია - უროლოგია

05-02-2015

-გამარჯობათ. დილის ერექციის პრობლემა მაწუხებს ამ ბოლო დროს ხან მაქვს ხან არა ერექცია დილას .ამავდროულად ისე (ზოგადად) ერექცია აღარმაქვს ისეთი როგორიც მქონდა და უროლოგტან მისვლას მირჩევთ გასაგებია და რამე მეთოდი თუ არსებობს ზედაპირულად რო დამაკვალიანოთ რო აღვიდგინო ეს სრულიერექცია (ამ პრობლემას ვუკავშირებ ალკოჰოლს და რაგაც უაზრო მედიკამენტებსაც რომელსაც უკვე შევეშვი ) და მაგიტომ გთხოვთ იქნებ ზედაპირულად და გასაგებ ენაზე მირრჩიოთ რამე ან ხალხური მეთოდი ან რამე მაგდაგვარი და კიდევ მაინტერესებს ფიმოზის ოპერაციის გაკეტებისას ჩუჩა მთლიანად იკვეტება ან საერთოდ თუ იკვეტება და სრულ რეაბილიტაციას ოპერაციიდან რამდენი ხანი სჭირდება ვგულისხმობ ქალტან ურთიერთობის აღდგენას ფიმოზის ოპერაციის შემდეგ მადლობა პასუხისთვის წინასწარ

პასუხი
-პოტენციაზე ხშირად უარყოფითად მოქმედებს ანტიდეპრესანტები, არტერიული წნევის დამაქვეითებელი, ანტიჰისტამინური და წყლულის საწინააღმდეგო საშუალებები.
ერექციული დისფუნქციის საუკეთესო პროფილაქტიკაა რეგულარული სქესობრივი ცხოვრება, აგრეთვე - ჯანსაღი ცხოვრების ნირი, სპორტი, მავნე ჩვევებზე უარის თქმა.
პოტენციისთვის სპორტის ყველაზე სასარგებლო სახეობებია ცურვა, თხილამურებით სრიალი, სპორტული სიარული, ჩოგბურთი, სირბილი.
პირველ რიგში, თუ ეწევით თავი დაანებეთ მოწევას. აკონტროლეთ არტერიული წნევა, გადადით დაბალცხიმოვან დიეტაზე. მამაკაცების ჯანმრთელობისთვის ყველაზე სასარგებლოდ ითვლება ხმელთაშუა ზღვის დიეტა: მცენარეული ზეთი, მწვანილი, ბოსტნეული, თევზი. ნუ მიიღებთ დღე-ღამეში ერთ ულუფაზე მეტ ალკოჰოლს (30-40 გ სპირტი);
სქესობრივი ფუნქციის დარღვევას ანუ ერექციულ დისფუნქციას აქვს პათოლოგიური მიზეზებიც, ამიტომ თუ რჩევები არასაკმარისი აღმოჩნდება მიზეზის დასადგენად და მისი კორექციის მიზნით სექსოპათოლოგს უნდა მიმართოთ;
რაც შეეხება მეორე საკითხს, ზრდასრულ ასაკში ფიმოზი, წესისამებრ, მოითხოვს ოპერაციულ მკურნალობას - ჩაჭრას ან ჩუჩის შემოკვეთას საღი ქსოვილის ფარგლებში. მდგომარეობის შეფასების შემდეგ უროლოგი გადაწყვეტს კონკრეტულ შემთხვევაში რომელი მეთოდია მისაღები.
ფიმოზის ოპერაცია კეთდება ადგილობრივი გაუტკივარებით და პაციენტი იმავე დღეს იწერება სახლში, აღდგენითი პერიოდი 10-14 დღე გრძელდება და არანაირი შეზღუდვები არ არის, გარდა ერთისა (2-3 კვირა სექსისგან თავის შეკავებაა რეკომენდირებული).
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად