მოგესალმებით. მყავს 7 წლის გოგონა, ერთ თვეში 8 წლი... | ბავშვის ფიზ. განვითარება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის ფიზ. განვითარება

-მოგესალმებით. მყავს 7 წლის გოგონა, ერთ თვეში 8 წლის ხდება.გუშინ შევამჩნიე, რომ ბავშვს მარცხენა ძუძუს თავი ოდნავ გაბერილი აქვს. რასთან არის ეს დაკავშირებული? თუ შეგიძლიათ რამე მირჩიოთ.

პასუხი
-გოგონას სქესობრივი მომწიფება იწყება 8-10 წლის ასაკში, გრძელდება დაახლოებით 7-8 წელი; მომწიფება იწყება სარძევე ჯირკვლებისა და მათი დვრილების ზრდით, ფერის შეცვლით. შესაძლოა, ზრდა თავიდანვე თანაბრად არ მიმდინარეობდეს, მაგალითად, მარჯვენა და მარცხენა მკერდი სხვადასხვა ზომისა იყოს, მაგრამ თანდათანობით თანაბრდება.
დაახლოებით 10 წლიდან ჩნდება გათმიანება სასირცხო ბაგეებზე, შემდეგ კი ბოქვენზე.
11-12 წლის ასაკიდან ჩნდება გათმიანება იღლიაში, თუ პუბერტატული პერიოდისთვის დამახასიათებელმა ნიშნებმა დროზე ადრე იჩინა თავი, ეს იმის მაუწყებელია, რომ ბავშვი ნაადრევად შევიდა გარდატეხის ასაკში და საჭიროა ენდოკრინოლოგის კონსულტაცია.
ზოგადი რჩევა ასეთი: თვალყური ადევნეთ ბავშის წონას, კვების რაციონში ჩართეთ მეტი წილი ხილი და ბოსტნეული, ბავშვი უნდა იკვებოს ჯანსაღი საკვებით, ერიდეთ სწრაფი კვების ობიექტებს, მისდიეთ სპორტს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად