23 წლის ბიჭს რამდენიმე წელია აქვს მუქი პიგმენტური... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

29-01-2015

- 23 წლის ბიჭს რამდენიმე წელია აქვს მუქი პიგმენტური ლაქები სახისა და ყელის არეში. თუ შინაგანი პრობლემა არ არის, როგორ უნდა იმკურნალოს მათ მოსაცილებლად? წყალბადის ზეჟანგით არის შესაძლებელი მგონი და ზუსტად ხომ არ იცით როგორ? წინასწარ გმადლობთ

პასუხი
- ლაქების გაჩენის მიზეზი მრავალი რამ შეიძლება იყოს: მზის სხივების გადამეტებული ზემოქმედება, ღვიძლის ან კუჭ-ნაწლავების სისტემის მუშაობის დარღვევა, კანზე ქიმიურად აქტიური ნივთიერებების ზემოქმედება. არასასურველი ფაქტორის ზემოქმედებით კანის განსაზღვრულ უბნებში გროვდება დიდი რაოდენობით პიგმენტი- მელანინი და კანი მუქ ელფერს იძენს. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია გამკვლევების ჩატარება, რადგან შეიძლება, ამ კოსმეტიკური ნაკლის მიზეზი ორგანიზმის შიგნით მდებარეობდეს.
თუმცა, შემთხვევათა უმრავლესობაში პიგმენტური ლაქები ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნიან და ისინი მხოლოდ ვიზუალური ნაკლის რანგში განიხილება. ამ საკითხს უფრო ყურადღებით უნდა მოეპყრან ისინი ვის ნათესავებსაც აქვთ ჭორფლი ან პიგმენტური ლაქები. უნდა აღინიშნოს, რომ გადამეტებული პიგმენტაცია ჩვეულებრივ მზის სხივების ზემოქმედებით ჩნდება, უმეტესად ეს გაზაფხულობით ხდება. ამიტომ ქალმა (მითუმეტეს თუ მიდრეკილია ასეთი ლაქების გაჩენისკენ) უნდა ატაროს ნატურალური ქსოვილისგან დამზადებლი, მსუბუქი და დახურული ტანსაცმელი. სასურველია მზის სათვალის ტარებაც. გარეთ გასვლის წინ აუცილებელია დღის დამცავი კრემის წასმა. კრემის ეტიკეტზე წერენ SPF და უთითებენ ციფრებს 4-დან 60-მდე. გაამრავლეთ ეს ციფრი 15-ზე და მიიღებთ წუთების რაოდენობას, რომლის განმავლობაშიც კრემი იცავს კანს ულტრაიისფერი გამოსხივებისაგან. კვების რაციონში შეიტანეთ А, В, С ვტამინებით მდიდარ პროდუქტები.
თუ პიგენტური ლაქები უკვე გაგიჩნდათ, მაშინ არსებობს მათგან თავს დაღწვის რამდენიმე საშუალება:
1. სხვადასხვა ფირმის მათეთრებელი კრემები. უმჯობესა, კრემი შეგირჩიოთ კოსმეტოლოგმა კანს ტიპის, ფერის და პიგმენტური ლაქების მდგმარეობის გათვალისწინებით. გაითვალისწინეთ ერთი რამ - თავდაპირველად უნდა გამოცადოთ ეს კრემი და ნახოთ ხომ არ ხართ მასზე ალერგიული.
2. ხალხური საშუალებები - ეს არის მათეთრებელი ნიღბები და ლოსიონები, რომლებიც დამზადებულია წყალბადის ზეჟანგის, ნუშის, ლიმონის, შავი მოხცხარის და ბევრი სახვა მცენარის საფუძველზე. მაგალითად:
> გაატარეთ ოხრახუში ხორცსაკეპ მანქანაში, აიღეთ 2 სუფრის კოვზი და დაიდეთ პრობლემურ კანზე 20-30 წუთით, შემდეგ დაიბანეთ ცივი წყლით. ამის შემდეგ სახეზე წაისვით მკვებავი კრემი.
>მოხარშეთ ოხრახუშის ძირები, აურიეთ ლიმონის წვენი და წაისვით ლაქებზე დილა-საღამოს.
>ნუშს აქვს გამათეთრებელი თვისება, ამიტომ მისგან დამზადებულ ლოსიონს იყენებენ ჭორფლისა და პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად.
>ნახევარ ჭიქა ნუშის გულს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე და 3-5 წუთის შემდეგ წყალი გადაღვარეთ, ნუში კი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. მიღებულ ფაფას დაუმატეთ ნახევარი ლიმონის წვენი და 1 სუფრის კოვზი ანადუღარი წყალი. კარგად ათქვიფეთ და გაიკეთეთ ნიღაბი 30 წთ. შემდეგ დაიბანეთ.
>1 ლიმონის წვენი, 1 კვერცხის ცილა, 10 გრ შაქარი, 100 მლ წყალი აურიეთ კარგად და დაიდეთ წინასწარ გასუფთავებულ კანზე 20-30 წუთით. პროცედურა ჩაიტარეთ დღეგამოშვებით. ნიღაბი მოიშორეთ თბილ წყალში დასველებული ბამბის ტამპონით.
>ახალ კიტრს წვრილ სახეხზე გახეხთ, დაუმატებთ 1 ს.კ. ნებისმიერ მკვებავ კრემს. ცხიმიანი სახის კანისათვის კიტრის წვენს უმატებენ იმავე რაოდენობის არაყს, აჩერებენ 24 სთ. ამ სითხეში ასველებენ მარლას და იდებენ სახეზე. კურსი 30 ნიღაბია.
კიტრის წვენი შეიძლება მომზადდეს ხანგრძლივად (6 თვე) შესანახად. ამისათვის 100 გრ წვრილად დაჭრილ ახალ კიტრს დაასხით 100 მლ არაყი, გააჩერეთ 8-10 დღე ბნელ ადგილას, შემდეგ გაწურეთ და შეინახეთ დახურული ჭურჭლით მაცივარში.
3. დაბოლოს, პილინგი, რომელიც პიგმენტური ლაქების მოსაშორებელი ეფექტური საშუალებაა.  



კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად