. ბავშვს ძუძუს მხოლოდ. არის 3 თვის. თვენახევარში გ... | ბავშვის კვება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის კვება

კატეგორია - ბავშვის კვება

29-01-2015

-გამარჯობა. ბავშვს ძუძუს მხოლოდ. არის 3 თვის. თვენახევარში გავდივარ სამსახურში ანუ ბავშვი იქნება 4 თვენახევრის. ხელოვნურზე რომ გადავიყვანო ძალიან პატარაა? რაიმე ზიანს ხომ არ მოუტანს ბავშვს?და კიდევ მაინტრესებს რძე როგორ გავიშრო?აბაბის დალევა აუცილებელია? თუ რომ აღარ ვაჭმევ გაშრება თვითონ? ან მასაჯი ხომ არ არის საჭირო? ძალიან მწყდება გული მაგრამ მეტი გზა არ მაქვს უნდა გავიშრო. გთხოვთ მიპასუხეთ

პასუხი
-არ გირჩევთ რძის გაშრობას, შესაძლებელია შინიდან გასვლისას რძე გამოიწველოთ, ბოთლში შეინახოთ და დატოვოთ მაცივარში, კვების დროს კი მომვლელი გაათბობს 37 გრადუსამდე (რძიანი ბოთლის ცხელ წყალში მოთავსებით) და ბავშვს მისცემს , სამსახურიდან დაბრუნებული კვლავ ძუძუს მისცემთ, თუმცა ეს არ იქნება საკმარისი, საჭიროა დამატებით კვება. აღნიშნულის თაობაზე რეკომენდაციები უნდა მიიღოთ პედიატრისაგან, რადგანაც ამ ასაკის ბავშვისათვის კვების დანიშვნა მეტად საპასუხისმგებლოა; თადარიგი დროულად უნდა დაიჭიროთ, რადგანაც ყოველი ახალი საკვების დამატებას დრო სჭირდება.
შერეული კვებისას ჯობს დაცული იქნას კვებათა შორის ინტერვალები, ბავშვმა უნდა ჭამოს დღეში 6-ჯერ 3,5 სთ ინტერვალებით, 5 თვიდან 5-ჯერ, 4 სთ ინტერვალებით.
4,5 თვიდან ბავშვს შეგიძლიათ მისცეთ როგორც ადაპტირებული ნარევი, ისე შეგიძლიათ ნელ-ნელა მიაჩვიოთ როგორც აფთიაქში შეძენილ, ისე სახლში დამზადებულ ფაფებს, ბოსტნეულისა და ხილის პიურეებს. აჭამეთ კოვზით.
რაც შეეხება რძის გაშრობას, სარძევე ჯირკვლის აქტიურობის პერიოდი მას შემდეგ შეწყდება, რაც ბავშვი აღარ მოწოვს ძუძუს. წოვის პროცესი ავტომატურად რთავს იმ მექანიზმს, რომელიც ჯირკვალში რძის გამოყოფას იწვევს. წოვის შეწყვეტიდან 1-2 დღის განმავლობაში იგრძნობთ სიმძიმეს და რძის მოწოლას მკერდში, შეგიძლიათ რძე გამოიწველოთ. მაგრამ გამოწველის პროცესი განსხვავდება წოვის პროცესისგან - მას არ აქვს ჯირკვლის მასტიმულირებელი ისეთი ეფექტი, როგორიც წოვას.ამიტომ რძე თანდათნ შემცირდება და გაქრება, თუმცა მცირე რაოდენობით გამონადენი ჯირკვლიდან გარკვეული დროის განმავლობაში შეიძლება გქონდეთ. თუ ამ მეთოდის გამოყენების შემდეგ რძის რაოდენობა არ შემცირდა,ამ შემთხვევაში ინიშნება ჰორმონალური პრეპარატები, მაგრამ მათი თვითნებური მიღება დუშვებელია, იგი უნდა დანიშნოს გინეკოლოგმა ან მამოლოგმა.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად