რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ვარ 19 კვირის ორსული,13 კვირაზე გადავიღე ექოსკოპია და ყველაფერი ნორმაში იყო არანაირი პრობლემა არ მქონდა.შემდეგ 15 კვირაზე გამიკეთეს პრენატალური ანალიზი და ასეთი მაჩვენებლები იყო:1.ქორიოგონადატროპული ჰორმონი - 0.527 (ნორმა 0.7-2.0) 2.ფეტოპროტეინი -0.459 (ნორმა 0.5-2.0) 3.თავისუფალი ესტრიოლი -0.270 (ნორმა 0.125-0.55).ამის შემდეგ დამინიშნეს ვიზიტი გამოკვლევაზე და არ წავედი.მართლაც რამე რომ იყო რა მნიშვნელობა აქვს ჩემს შვილს მაინც არ მოვიშორებ.ამის მერე სულ ეჭვებში ვარ,იქნებ დამეხმაროთ და მითხრათ ასეთი მაჩვენებლები საგანგაშოა,შეიძლება ბავშვს რამე სჭირდეს?! 13 კვირაზე ექო გავიკეთე გენრიეტა გაგოშიძესთან და რამე რომ ყოფილიყო ხომ მეტყოდა.კისრის ნაოჭი 1მმ იყო მაშინ.
პასუხი
-ექოსკოპიური მაჩვენებლებით კისრის ნაოჭის სისქე < უნდა იყოს 3 მმ; რაც შეეხება ამ მაჩვენებლებს, გამორიცული არ არის ნაყოფის პათოლოგია, მაგრამ სავსებით შესაძლებელია, რომ პათოლოგია არ გქონდეთ, ამიტომ შეეცადეთ მუდმივად აკონტროლოთ ექოსკოპიური მაჩვენებლები.