ბევრჯერ ვყოფილვარ რთულ სიტუაციაში, მაგრამ უფლის წ... | ფსიქოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია

კატეგორია - ფსიქოლოგია

22-01-2015

- ბევრჯერ ვყოფილვარ რთულ სიტუაციაში, მაგრამ უფლის წყალობით გამოსავალს ვპოულობდი. ახლა კი არ ვიცი რა ვქნა. თავი სულელი მგონია. 15 წლის ვარ.ბავშვობიდან კლასელების დაცინვის ობიექტი გახლავართ დღემდე. მეგობრები ვითომ მყავს, მაგრამ არასერიოზულად მეპყრობიან.კონცენტრაცია დიდი პრობლემაა ჩემთვის: ერთ წამს მასწავლებელს ვუსმენ, თვალებში ვუყურებ, თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ და უცებ აღმოვაჩენ, რომ ოცნებებმა და ფიქრებმა ჩამითრია. მუდამ ვფიქრობ ჩემს თავზე და პრობლემის მოგვარების ხერხს ვეძებ. მდიდარი ფანტაზიის უნარი მაქვს. ეს ალბათ წერის გარდა ყველაფერიში ხელს შემიშლის.მეშინია გიჟად არ ვიქცე ასე გამოთიშულობის გამო. ისე კი, მაინცდამაინც ბედნიერი ბავშვობა არ მქონია. სულ დათრგუნული ვიყავი დ მშობლის ყურადღების მიქცევას უშედეგოდ ვცდილობდი. ,,ცოტა" უცნაურიც ვიყავი და ჩემს თანატოლებზე ბევრად უკეთესად ვხატავდი. თამამი არასდროს ვყოფილვარ, ახლა კი არც მინდა ვიყო. არ მინდა ჩემი გონებაჩლუნგობა გამოვავლინო. სულ დაბნეული ვარ, მოუწესრიგებელი, არ შემიძლია შემოტევის დროს ნორმალური პასუხის გაცემა. დამეხმარეთ გთხოვთ!!!! ნუთუ მართლა სულელი ვარ და თუ ასეა როგორ შეძლება ჩემი ქმედებები გავაკონტროლო და გამოვსწორდე?

პასუხი
- ამ ნაწერიდან გამომდინარე, სულაც არ ჩნხართ გონებაჩლუნგი. მგონი ყურადღების კონცენტრაციას ვერ ან არ ახდენთ. ჩვენი რჩევაა მიმართეთ ფსიქოლოგს. 
ამასთან ხატვის ნიჭიც გაქვთ (და ალბათ წერისაც), რომელიც რა თქმა უნდა, უნდა განავითაროთ. უნდა დაისახოთ ცხოვრებაში მიზანი.. ეცადოთ იყოთ აქტიური, მისდიოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს, ივარჯიშოთ სუფთა ჰაერზე, რაც ასევე დაგეხმარებათ აზრების კონცენტრირებაში. 
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად