ჩემს 5 თვის გოგონას დაბადებიდან აქვს ორივე თვალიდა... | ბავშვთა ინფექციები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვთა ინფექციები
20-01-2015

-ჩემს 5 თვის გოგონას დაბადებიდან აქვს ორივე თვალიდან ცრემლდენა და ძალიან ეწირპლება, სამშობიაროში მითხრეს ფეხმძიმობის დროს გადატანილი ვირუსის ბრალიაო და ტობრექსის წვეთები დაუნიშნეს. რამდენიმე დღეში მართლაც გაუქრა, ორი თვიდან ისევ დაეწყო და მიუხედავად ტობრექსის წვეთებისა არ მოგვარდა ეს პრობლემა. ოფთალმოლოგმა მასაჟები მირჩია თავდაპირველად, მერე ზონდირებით არხების გაწმენდა დასჭირდებაო. როგორც ვატყობ არ შველის მასაჟები მაინტერესებს კიდევ რა შეიძლება ვიღონო ზონდირებამდე? გარდა ამისა შევამჩნიე რომ ცრემლები წებოვანი აქვს და მგონია რომ გაწმენდის შემთხვევაში ისევ აღდგება ასე პრობლემა, ჯერ შინაგანი მკურნალობა ხომ არ უნდა ჩაუტარდეს წებოვანება ხომ არ უნდა მოგვარდეს? მირჩიეთ გთხოვთ არ მინდა ტყუილად გავაწვალო ბავშვი. გმადლობთ წინასწარ :)

პასუხი
-აჩვენეთ ბავშვი თვალის ექიმს, შეასრულეთ ექიმის მითითებები.  თუ მასაჟი არაეფექტურია, საცრემლე არხის ზონდირება უნდა ჩატარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში პროცესი საცრემლე პარკის ირგვლივ ქსოვილებზეც შეიძლება გავრცელდეს, განვითარდეს ფლეგმონა -ბაქტერიების მიერ გამოწვეული ფაშარი შემაერთებელი ქსოვილის ჩირქოვანი ანთება.
რაც შეეხება ანტიბაქტერიული პრეპარატებით მკურნალობას, არასწორია, რადგან ეს მედიკამენტები მდგომარეობას არ აუმჯობესებს, პირიქით, ვითარდება თვალის ღრუს დისბაქტერიოზი და სოკო.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
ბევრი სასარგებლო პროდუქტი ნაკლებად ცნობილი და ბოლომდე შეუფასებელია, მათ შორისაა ნუშის რძე.
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად