რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-მოგესალმებით, ვარ 2 წლის გათხოვილი ორსულად ჯერ არ ვყოფილვარ, დიდი ხანია ვკურნალობ მაგრამ შედეგი არ არის. ძალიან დავიღალე ამდენი მკურნალობით,წამლებით და თავი დავანებე ყველაფერს. რამოდენიმე დღის წინ ახლობელმა მირჩია გავიკეთო ჰისტეროსალპინგოგრაფია და მაინტერესებს არის თუ არა მტკივნეული, როგორი პროცედურაა თუ შეგიძლიათ ამიღწეროთ? ძალიან ემოციური ვარ და მეშინია. ნარკოზით ან ადგილობრივი გაუმტკივარებით კეთდება თუ ჩვეულებრი? ძალიან დიდი მადლობა.
პასუხი
-ჰისტეროსალპინგოგრაფია [ბერძნ.hystera საშვილოსნო, salpinx(ნათ.salpingos ) ლულა, grapho ვწერ]– უნაყოფობის დროს დიაგნოსტიკური მიზნით საშვილოსნოს ღრუსა და მილების რენტგენოგრაფიული გამოკვლევა წინასწარ საკონტრასტო ნივთიერების შეყვანით. საშვილოსნოს მილების სრულფასოვნების გამოსაკვლევად გირჩევთ სონოჰისტეროსალპინგოგრაფიას, ან ფერტილოსკოპიას რომელიც ტარდება ციკლის დასრულებიდან 2–5 დღეში. ფერტილოსკოპიის დროს, პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში ხდება მათი ოპერაციული მკურნალობა: პოლიპების, შეხორცებების, ენდომეტრიული უბნების მოცილება, ცისტის ამოღება, მილების პლასტიკა - გამტარობის აღდგენა და სხვა. ყოველივე ამის შედეგად მნიშვნელოვნად იზრდება დაორსულების შანსი. სონოჰისტეროსალპინგოგრაფია ანუ ექოჰისტეროსალპინგოგრაფია არის საშვილოსნოს და საშვილოსნოს მილების მდგომარეობის გამოკვლევა ულტრაბგერით, ხოლო ჰისტეროსალპინგორაფია, როგორც უკვე გითხარით, რენტგენოლოგიური გამოკვლევაა კონტრასტული მასალის გამოყენებით. სონოჰისტეროსალპინგოგრაფია უფრო მაღალი ინფორმატულობით გამოირჩევა, ვიდრე ჰისტეროსალპინგოგრაფია (80 და 91%); სონოჰისტეროსალპინგოგრაფიის დროს არ ხდება საკვერცხეების დასხივება, ასევე პროცედურა არის ნაკლებად მტკივნეული და მინიმალურად ინვაზიური, ტარდება გაუტკივარების გარეშე, არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.